საკუთარი ხმა დააფიქსირა
კოალიცია
"ცვლილებებისთვის" წევრმა,
ზურა ჯაფარიძემ. მან ხმა
ვაკის საარჩევნო ოლქში, მე-20
საარჩევნო უბანზე
მისცა.მისი თქმით,
დარწმუნებულია, რომ
მოქალაქეები იმ არჩევანს
გააკეთებენ, რომლის
მიხედვითაც საქართველო
ევროკავშირისა და NATO-ს
სრულფასოვანი წევრი
გახდება."მგონია, რომ
დღევანდელი დღე იქნება
ისტორიული ამ ქვეყნისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ამ
ქვეყნის მოქალაქეები
გააკეთებენ არჩევანს,
რომელიც ამ ქვეყანას,
საბოლოო ჯამში, წაიყვანს
ევროკავშირისკენ, NATO-სკენ
და 5-6 წელიწადში ეს ქვეყანა
გახდება ევროკავშირის
სრულფასოვანი წევრი", -
განაცხადა ზურაბ
ჯაფარიძემ.დღეს
საქართველოში პარლამენტის
არჩევნები იმართება. წელს
ქვეყანაში პირველად
ტარდება საპარლამენტო
არჩევნები სრულად
პროპორციული წესით.
ამომრჩევლებს, საერთო
ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი
ემსახურება.