კოალიცია "ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობის"
ლიდერის, თინა ბოკუჩავას
განცხადებით, მარნეულში,
დარღვევის შედეგად, სწორედ
იმ უბნის შედეგები გაუქმდა,
სადაც "ერთიანობა -
ნაციონალური მოძრაობა"
იგებდა.მისივე თქმით,
ქვეყნის მასშტაბით,
"ქართული ოცნების"
წარმომადგენლები ფიზიკურ
დაპირისპირებაზე მიდიან
იმ უბნებში, სადაც ოპოზიცია
იგებს."იცით, რომ მარნეულში,
69-ე უბანზე საერთოდ
გაუქმებულია შედეგები,
დახურულია უბანი, რადგან
სწორედ იქ იგებდა ოპოზიცია
და, კონკრეტულად,
"ერთიანობა - ნაციონალური
მოძრაობა". ეს ძალიან
კარგად იცოდნენ. ამ
ტენდენციას ვხედავთ ჩვენ
მთელი ქვეყნის მასშტაბით -
იქ, სადაც ოპოზიცია იგებს,
"ქართული ოცნების"
წარმომადგენლები პირდაპირ
ფიზიკურ დაპირისპირებაზე
მიდიან იმისთვის, რომ
შემდეგ გაუქმდეს
აღნიშნული უბნები," -
აცხადებ თინა
ბოკუჩავა.დღეს,
საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
იმართება. წელს, ქვეყანაში
პირველად ტარდება
საპარლამენტო არჩევნები
სრულად პროპორციული წესით.
ამომრჩევლებს, საერთო
ჯამში, 3 111 საარჩევნო უბანი
ემსახურება.