უმრავლესობის დეპუტატი,
ირაკლი ზარქუა აბუ-დაბიში
მასზე განხორციელებულ
თავდასხმას ეხმაურება.
მისი განმარტებით,
აქტივისტმა მის
წინააღმდეგ პროვოკაციის
მოწყობა ორჯერ სცადა, თუმცა
ორივე ჯერზე საკადრისი
პასუხი მიიღო.ზარქუას
განცხადებით, მისნაირი
კაცები რევოლუციას
ვერასდროს მოახდენენ და ეს
ყველამ კარგად უნდა
იცოდეს."რადგან ასეთი
რეაქცია მოყვა ამიტომ თავს
ვთვლი ჩემს ახლობლებს
მოვუყვე პროვოკატორების
მიერ დადგმული სპექტაკლი...
მოკლედ მეგობრებთან ერთად
ვარ საემიროებში... მორიგი
გადედლებული პროვოკატორი
აქტივისტი გადაგვეყარა აქ,
უფრო სწორედ "გაიჩალიჩა",
ასე უფრო მართებული იქნება
ამის თქმა. თავს დაგვადგა
საუზმის დროს, მობილურ
მომარჯვებული (ასეთ
ვიდეოებში ფულს იღებენ
მერე ეს გადედლებული
პროვოკატორები) და სანამ
პროვოკაციას მოაწყობდა
მანამდე მისაღები მიიღო
ჩემგან და შემდეგ პოლიცია,
პოლიციის ყვირილით
გავარდა მისაღებში და ამით
ამოიწურა დილის
ინციდენტი...ამის შემდეგ
გადაგვეკვეთა სასტუმროს
შემოსასვლელში და
მოვთხოვე პასუხი მაგის
საქციელზე საუზმის დროს და
მანდაც, როგორც სჩვევიათ ამ
გადედლებულ კაცუნებს,
პოლიციის ძახილით შევარდა
სასტუმროში, ხოლო როგორც კი
ცოტა დისტანციაზე
აღმოვჩნდი, ისევ გამოიქცა
გინებ-გინებით ეს
კაცმაცუნა, ხოლო ვიდეოს
გადაღება დაავალა ეტყობა
მის მიმდევარ აქტივისტს და
ასეთი ვიდეოც
გამოაცხვეს!ეს არის
რეალობა… ასეთი
გადედლებული კაცები
ვერასდროს მოახდენენ
რევოლუციას ეს კარგად
იცოდეს ყველამ!პასუხს კი
ყოველთვის მიიღებენ
ადეკვატურს
ქართველებისგან! ისე, ერთი
კითხვა უნდა დავსვა: თუ ასე
განიცდი მიტინგის ამბებს..
თუ ასე განიცდით
დაპატიმრებულ მეგობრებს,
მაშინ დასასვენებლად რა
გინდათ? მანდ რატომ არ
"ცოტნე დადიანობთ" თქვე
"ჩუსტებო" თქვენა!! P.s
პანჩურის გამო შარვალი თუ
გაგერღვა, "იზვინი ბრატ"...
გამოდი და აქაურ
"რისეფშენს" ვთხოვ
ამოგიკერონ!" - წერს ირაკლი
ზარქუა.ცნობისთვის,
სოციალურ ქსელში
ვრცელდება ვიდეო, სადაც
"ქართული ოცნების" დეპუტატ,
ირაკლი ზარქუას სიტყვიერ
შეურაცხყოფას აყენებენ.
ვიდეო აბუ დაბიშია
გადაღებული, სადაც
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი
მეგობრებთან ერთად
იმყოფებოდა. გავრცელებული
კადრების მიხედვით, ირაკლი
ზარქუასთან, ერთი პირი ჯერ
სასტუმროს რესტორანში
მივიდა, შემდეგ კი შენობის
გარეთ, სადაც მას სიტყვიერ
შეურაცხყოფა მიაყენა.