“მარის უყვარდა შვილი, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო… ის ბავშვი კარგ ოჯახშია” – რას ჰყვება მეგობარი ტრაგიკულად დაღუპულ “ტიკტოკერზე” და ავარიის დეტალებზე

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 28
“მარის უყვარდა შვილი, მაგრამ დამოუკიდებლად მისი მოვლა არ შეეძლო… ის ბავშვი კარგ ოჯახშია” – რას ჰყვება მეგობარი ტრაგიკულად დაღუპულ “ტიკტოკერზე” და ავარიის დეტალებზე

მარი ომა­ნაშ­ვი­ლი გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. თე­ლა­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ტიკ-ტო­კი­დან გახ­და ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად. 33 წლის მა­რის 9 წლის ვაჟი ჰყავ­და, რო­მე­ლიც დღემ­დე ზეს­ტა­ფონ­ში მიმ­ნდობ ოჯახ­ში ცხოვ­რობს. თე­ლა­ვე­ლი ქველ­მოქ­მე­დი დინა ნა­წი­ფაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­რის პატ­რო­ნობ­და, ამ­ბობს, რომ მას შვი­ლის მოვ­ლა არ შე­ეძ­ლო. დი­ნამ არ იცის, ვინ არის ბავ­შვის მამა, ამ­ბობს, რომ ამა­ზე მარი თა­ვა­დაც არ სა­უბ­რობ­და.

მა­რის დაკ­რძალ­ვას ორ­გა­ნი­ზე­ბა დი­ნამ გა­უ­წია. მისი ყო­ვე­ლი დღე მა­რის­თან ერ­თად ჭიქა ყა­ვით იწყე­ბო­და. ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და მის­თვის, უვ­ლი­და, საკ­ვებს აძ­ლევ­და, ორი წლის წინ, ხალ­ხის დახ­მა­რე­ბით სახ­ლი კონ­ტე­ი­ნე­რი შე­უ­ძი­ნა, სა­დაც მა­რის შე­ეძ­ლო ადა­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში ეცხოვ­რა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მარი თა­ვა­დაც ხში­რად აღი­ა­რებ­და, რომ ალ­კოჰოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და, მაგ­რამ რო­გორც დი­ნამ ჩვენ­თან წინა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, ბოლო დროს, იშ­ვი­ა­თად სვამ­და.

მარი არა მარ­ტო თე­ლავ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ამ­ხნე­ვებ­დნენ და გულ­შე­მატ­კივ­რობ­დნენ გო­გო­ნას, რო­მელ­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ჩუ­ქა­რი პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით უხა­რო­და…

– დინა, რა ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი მა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე, რა მოხ­და იმ სა­ბე­დის­წე­რო ღა­მეს?

– სა­ღა­მოს 8 სა­ა­თი იყო, რომ და­მი­რე­კეს, მა­რის და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა უნ­დო­დათ, მი­თხრეს, ავა­რი­ა­ში მოჰ­ყვა და ძა­ლი­ან ცუ­დად არი­სო. რო­დე­საც ვკი­თხე, ცუდი ხომ არა­ფე­რია-თქო, არა, სა­ში­ში არ არი­სო. მე­ო­რე დღეს, რო­გორც კი გა­თენ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, რომ მარი და­ი­ღუ­პა. აქამ­დე არ ვიცი ვინ გა­ი­ტა­ნა.

– დინა, რო­დე­საც მა­რის დე­დას შეხ­ვდით რა მო­გიყ­ვათ?

– რო­გორც იცით, ის ქალ­ბა­ტო­ნიც შშმ პი­რია. მა­საც ალ­კოჰოლ­თან დაკ­ვა­ში­რე­ბით აქვს პრო­ბე­ლე­მე­ბი. მი­თხრა, რომ იმ სა­ღა­მოს და­ლი­ეს, სახ­ლში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი და მა­რიმ ცუდი სი­ტყვე­ბი მა­კად­რა და ვი­კა­მა­თე­თო. არ ვიცი, ხან რო­გორ ჰყვე­ბო­და, ხან რო­გორ. ჩხუ­ბის შემ­დეგ მარი იქით გა­იქ­ცა და მან­ქა­ნამ გა­ი­ტა­ნაო. ავა­რი­ი­დან მა­ლე­ვე და­რე­კეს სას­წრა­ფო­ში, მაგ­რამ არ ვიცი, რამ­დე­ნად სი­მარ­თლეს მიყ­ვე­ბო­და მა­რის დედა.

– ფაქ­ტობ­რი­ვად მა­რის პატ­რო­ნი თქვენ იყა­ვით, რო­გორ ჩა­ი­ა­რა დაკ­რძალ­ვამ, სა­უბ­რი­სას მი­თხა­რით, რომ ცხე­და­რი თქვენ არ გი­ნა­ხავთ…

– ყვე­ლა­ფე­რი მო­ვაგ­ვა­რეთ, მე­რი­აც დაგ­ვეხ­მა­რა, ად­გი­ლიც მოგ­ვცეს, რომ დაგ­ვეკ­რძა­ლა. მა­რის ცხე­და­რი არ მი­ნა­ხავს, მირ­ჩევ­ნია, რომ ცო­ცხლად მახ­სოვ­დეს. მისი ცხე­და­რი რომ მე­ნა­ხა, შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­და­მე­ტა­ნა და იქვე მოვმკვდა­რი­ყა­ვი.

– სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ვინც თქვენს სა­ერ­თო ტიკ-ტო­კის ვი­დე­ო­ებს თვალს ადევ­ნებ­და, იცის, რომ მა­რის ჰყავს შვი­ლი, 9 წლის ბიჭი, რო­მე­ლიც ზეს­ტა­ფონ­ში მშვი­ლე­ბელ ოჯახ­თან იზ­რდე­ბა. რა არის ცნო­ბი­ლი ბავ­შვის მა­მის შე­სა­ხებ და გა­ი­გო ბავ­შვმა დე­დის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ?

– მა­რის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი შვი­ლი, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო რო­დე­საც ხვდე­ბო­და, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად მისი მოვ­ლა არ შე­ეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვის მამა არ ვიცი ვინ არის, ამა­ზე მა­რიც არ სა­უბ­რობ­და. ერთს გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­შია, კარ­გად უვ­ლი­ან. რამ­დენ­ჯე­რაც ვი­ყა­ვი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დით იქი­დან. მა­რის და­ღუპ­ვა­ზე მე არ და­მი­რე­კავს, ვერ ვე­ტყო­დი, რომ დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი ზრდის, ის ხში­რად ესა­უბ­რე­ბო­და დე­და­ზე, მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვე­დით მის სა­ნა­ხა­ვად, ბავ­შვმა ჩემს შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.

– საქ­მე თუ არის აღ­ძრუ­ლი მომ­ხდარ­ზე, გა­მო­ძი­ე­ბა თუ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­გორც ვხვდე­ბი, მძღო­ლი მი­ი­მა­ლა.

– დიახ, გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. მე ვერ გე­ტყვით, რა მოხ­და იქ, მაგ­რამ ხალ­ხის­გან ვიცი, რომ დიახ, მძღო­ლი ავა­რი­ის შემ­დეგ მი­ი­მა­ლა.

– დინა, რო­გორ გა­ი­ცა­ნით თქვენ და მა­რიმ ერ­თმა­ნე­თი?

– მარი მა­ღა­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის დროს გა­ვი­ცა­ნი. იქ ხში­რად შე­მო­დი­ო­და, ტან­საც­მლი­თა და საკ­ვე­ბით ვეხ­მა­რე­ბო­დი. შემ­დეგ ჩემ­თან სახ­ლში მო­დი­ო­და, ყა­ვას ვსვამ­დით ერ­თად, ვი­დე­ო­ებს ვი­ღებ­დით, ჩვენ­თვის ყვე­ლა დილა ლა­მა­ზი იყო. ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ყა­ვით ერ­თად, ბედ­ნი­ე­რად.

წყარო: Ambebi.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია