მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიწვევაზე: ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, რომ ტელევიზიებში რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს, ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ

Primetime.ge 6 დღის წინ 3
მამუკა მდინარაძე ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის მიწვევაზე: ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, რომ ტელევიზიებში რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს, ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ
ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, სცენა უნდათ დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს, ქართული ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში ექსპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიწვევას.მისი თქმით, ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტად თავადვე მოიხსენია, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის ის.„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ექსპრეზიდენტი რას იტყვის და ეს ჩემი მოგონილი არ არის, რადგან განცხადებაც გაკეთდა უკვე, რომ მათ მიიწვიეს ექსპრეზიდენტი. ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი რას იტყვის ამას მნიშვნელობა არ მათთვის აქვს და ვინც მიიწვია და ახლა ცდილობენ ე.წ. „კარწინკის“ დადგმას, როგორ წარმოდგება კენჭისყრის წინ ზურაბიშვილი სიტყვით გამოსვლის დროს, ოღონდ უადგილო დროს იმიტომ, რომ ამ დროს გამოსვლების დრო არ არის 700-მდე ევროპარლამენტარი და ტაშს დაუკრავს ზურაბიშვილის. ეს სცენა უნდათ დახატონ, რომ შემდეგ ყველა საინფორმაციო საშუალებაში რამდენიმე წამიანი კადრი ტრიალებდეს, ქართული ოპოზიციის ახლად დაბადებული ლიდერის სალომე ზურაბიშვილის საპიაროდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია