მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მორიგ ჯერზე მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ჩვენ განვაგრძობთ, რომ ვიყოთ თითოეული მოქალაქის სამსახურში - მარიამ ქვრივიშვილი

Primetime.ge 2 თვის წინ 25
მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც მორიგ ჯერზე მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, ჩვენ განვაგრძობთ, რომ ვიყოთ თითოეული მოქალაქის სამსახურში - მარიამ ქვრივიშვილი
მადლობა თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც დღეს მიიღო გადაწყვეტილება და მორიგ ჯერზე მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.„უკვე მეცხრეჯერ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გამოგვიცხადა ნდობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენი გუნდი ახორციელებს, არის დანახული. ჩვენ განვაგრძობთ, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ვიყოთ თითოეული ჩვენი მოქალაქის სამსახურში და ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდეს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია