„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ - მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი

Primetime.ge 1 თვე წინ 28
„ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა…“ - მამა დავით ოქრუაშვილის ემოციური ჩანაწერი
მამა დავით ოქრუაშვილი მოხუც ქალბატონზე წერს, რომელიც სხვა ადამიანებისთვის ლოცულობს და ამით ადამიანებს „ხიფათსა და განსაცდელს არიდებს“.მამა დავით ოქრუაშვილი წერს, რომ „შეუმჩნევლად, არა ერთი ადამიანის სიყვარულს დავატარებთ ჩვენსავე გზებზე და ეს ლოცვითი ჯავშანი ჩვენი უმთავრესი ძალა მგონია!“.„ერთ-ერთ სოფელში ლოგინს მიჯაჭვულ მოხუცთან დავდივარ ხოლმე საზიარებლად. ღრმად მორწმუნე და მოაზროვნე ქალბატონია, ყოფილი პედაგოგი, თითქმის 90 წლის…ბოლოს რომ ვაზიარე, ხელები ძალიან ცივი ჰქონდა და დამშვიდობებისას ვთხოვე, საბანი დაეფარებინა. არა, ლოცვა მაქვს წასაკითხიო… მეგონა, ზიარების შემდგომ ლოცვას გულისხმობდა. ვუთხარი, მერე წაიკითხე, ცოტა რომ გათბები-მეთქი… არა, სამგზავრო ლოცვა უნდა წაგიკითხოო… და დაიწყო ჩუმი, მიმქრალი ხმით ვედრება… ზოგიერთი სიტყვა არც ისმოდა… მხოლოდ მავედრებელი თვალები, რომელიც ისედაც ათეული წელია, ჭერსაა მიჩერებული, უფრო შორს, ღრმად იხედებოდა და გზას მილოცავდა…წამოვედი გულაჩუყებული… არა მხოლოდ მისი საქციელის გამო, ღვთის გულმოწყალებით შეძრული… მთელი ეს პერიოდი ისე ჩანდა, რომ ნუგეშს მე ვაძლევდი უმწეო მოხუცს და სინამდვილეში ვინ იცის, მისმა გულითადმა მოხსიებამ რამდენ ხიფათსა და განსაცდელს ამარიდა…შეუმჩნევლად, არა ერთი ადამიანის სიყვარულს დავატარებთ ჩვენსავე გზებზე და ეს ლოცვითი ჯავშანი ჩვენი უმთავრესი ძალა მგონია!“, – წერს მამა დავით ოქრუაშვილი. 
სრულად წაიკითხეთ სტატია