ლევან თაქთაქიშვილი: “ბედნიერი ერი” ამოიღეს სასკოლო პროგრამისაგანო! აბა რა უნდა ექნათ! რა უნდა სასკოლო პროგრამაში “ბედნიერ ერს”? ა?

News.ge 3 კვირის წინ 13
ლევან თაქთაქიშვილი: “ბედნიერი ერი” ამოიღეს სასკოლო პროგრამისაგანო! აბა რა უნდა ექნათ! რა უნდა სასკოლო პროგრამაში “ბედნიერ ერს”? ა?
“”ბედნიერი ერი” ამოიღეს სასკოლო პროგრამისაგანო! აბა რა უნდა ექნათ! რა უნდა სასკოლო პროგრამაში “ბედნიერ ერს”? ა?
ბავშვს ვუთხრათ, რომ დეგრადირებული ერი ვართ? ავადმყოფი?
მაშ ჰიპოკრატეს ფიცი? რომ შეეგუონ თავიდანვე?
ან როდის შეიტანეს? დანაშაულია! კაცია ადამიანი ეყოფათ! თუმცა ისიც მოძველებულია! რას ერჩიან ლუარსაბს? რად უნდოდა ქონება და შვილი? შვილს გააკულაკებდნენ კარგ ვარიანტში, ან დახვრეტდნენ!
კოლხოზში შეიყვანდნენ ქონებას წაართმევდნენ. არავისთვის მოუპარავს! ცოლის ერთგული იყო, კეთილშობილი! თავისი ცოლის სიკვდილის შემდეგ ინტერესი დაკარგა ცხოვრებისა, თავისი თევზი გაეჩხირა ყელში, წიწამურის შარაზე კი არ ეგდო ტყვიით თავგახვრეტილი?” –  წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია