„კურორტების განვითარების მომავალი“ - კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

Primetime.ge 5 დღის წინ 7
„კურორტების განვითარების მომავალი“ - კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
კურორტოლოგიის დარგის მსოფლიოში აღიარებულმა ექსპერტებმა კურორტების მართვის მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება საქართველოს საკურორტო ინდუსტრიის წარმომადგენლებს გაუზიარეს. ინფორმაციას კურორტების განვითარების სააგენტო ავრცელებს.„აშშ-დან, გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და იაპონიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა საერთაშორისო კონფერენციაზე კურორტების მდგრადი განვითარების წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და ინოვაციები, მზარდ მსოფლიო მოთხოვნებთან სექტორის ადაპტირება, ველნეს და სპა ინდუსტრიის მომავალი და სხვა აქტუალური საკითხები განიხილეს.საკურორტო ინდუსტრიის თანამედროვე გლობალური ტენდენციების შესახებ ქართველი აუდიტორიის წინაშე მოხსენებებით მსოფლიოს წამყვანი კურორტოლოგები, ექსპერტები და მაღალი რგოლის მენეჯერები წარდგნენ ჩრდილოეთ ამერიკის ბალნეოლოგიის ასოციაციიდან (BANA), ევროპის სპა ასოციაციიდან (ESPA), ევროპის სპა ოპერატორების წამყვანი ქსელიდან (ENSANA), გერმანიის ბალნეოლოგიისა და კლიმატოლოგიის აკადემიიდან, გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოდან (GSTC), ჩეხეთის სპორტული მედიცინის ცენტრიდან, აზიის განვითარების ბანკიდან და სხვ.შეკრებილ სტუმრებს საქართველოში კურორტების განვითარების მიმართულებით სახელმწიფოს როლსა და განხორციელებულ საქმიანობაზე კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი ესაუბრა.„კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები, კონფერენციები თუ მსგავსი ფორმატის ღონისძიებები თანამშრომლობისა და სწავლების ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენს, სადაც დარგის ქართველ წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებას გაეცნონ, თანამედროვე მიდგომებსა და ტენდენციებს ეზიარონ და საკურორტო სერვისების შემდგომი განვითარების რეკომენდაციები და მოსაზრებები მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისგან მოისმინონ“ - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორის თქმით, სააგენტო მსგავსი ფორმატის ღონისძიებების ორგანიზებას მომავალშიც განაგრძობს, რითიც საქართველოს კურორტების მოდერნიზებას, მდგრადობას, საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გაძლიერებას და ამით ქვეყნის საკურორტო სექტორის გრძელვადიან წარმატებასა და განვითარებას უწყობს ხელს.კონფერენციაში საქართველოს სასტუმროებისა და ტურისტული ობიექტების, დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური წრეებისა და კვლევითი ორგანიზაციების 150 წარმომადგენელი მონაწილეობდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სრულად წაიკითხეთ სტატია