"მოლოდინის რეჟიმში ვართ და
იმედი გვაქვს, რომ ძალიან
მალე შედგება პირდაპირი
კომუნიკაცია" - ასე უპასუხა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი
კობახიძემ ჟურნალისტის
კითხვას, ჰქონდათ თუ არა
აშშ–ის ახალ
ადმინისტრაციასთან,
ტრამპის გუნდთან
პირდაპირი
კომუნიკაცია.შეგახსენებთ,
რომ მანამდე, 1 დეკემბერს
კობახიძემ აღნიშნა, რომ
ტრამპის
ადმინისტრაციასთან
არაპირდაპირი კომუნიკაცია
ჰქონდათ:"ჩვენი მხრიდან იყო
კომუნიკაცია, იყო
არაპირდაპირი კომუნიკაცია
და ჩვენ ველოდებით
პირდაპირ კომუნიკაციას.
მეტ დელატს ვერ ვიტყვი. ეს
არის შიდა სამზარეულო.
გვქონდა არაპირდაპირი
კომუნიკაცია და ჩვენი
სურვილია, შედგეს პირდაპრი
კომუნიკაციაც".