კიტეიშვილი შეცვალეს და “შტურმმა” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

News.ge 1 თვე წინ 21
კიტეიშვილი შეცვალეს და “შტურმმა” გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ავსტრიის ბუნდესლიგის მეთორმეტე ტურში „შტურმი“ საკუთარ მოედანზე უახლოეს მდევართან, „რაპიდთან“ ფრეს დასჯერდა – 1:1.
სტუმრები მამადუ სანგარეს გაძევების გამო 39-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. შეცვლაზე შესულმა ერენჯან იარიმჯიმ 82-ე წუთზე მასპინძლები დააწინაურა. 88-ე წუთზე გრაცული გუნდის მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა ოთარ კიტეიშვილი შტეფან ჰირლენდერით შეცვალა. თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ვენელებმა პენალტი მოიპოვეს და დიონ ბელიომ ანგარიში გაათანაბრა.
კიტეიშვილის თამაში sofascore-მ 7.5 ქულით შეაფასა, flashscore-მ კი 7.4 ქულით.
„შტურმი“ 26 ქულით ლიდერია, „რაპიდს“ 3 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, ჩემპიონთა
ლიგაზე, გასვლაზე „დორტმუნდთან“ გამართავს.
შტურმი – რაპიდი 1:1
გოლები: 1:0 იარიმჯი (82), 1:1 ბელიო (90, პენ)
გაძევება: სანგარე (39, რაპიდი)

სრულად წაიკითხეთ სტატია