,,კადრები, რომელიც გუშინ ეთერში ვნახეთ, მიუღებელია, შესაბამისმა სტრუქტურებმა აუცილებლად გამოიძიონ - ეს ადამიანები პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულნი“ - ოპერატორები და ჟურნალისტები "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ

Primetime.ge 2 კვირის წინ 8
,,კადრები, რომელიც გუშინ ეთერში ვნახეთ, მიუღებელია, შესაბამისმა სტრუქტურებმა აუცილებლად გამოიძიონ - ეს ადამიანები პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემულნი“ - ოპერატორები და ჟურნალისტები "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ
ამ წუთებში რესპუბლიკის მოედანზე მედიის წარმომადგენლები იკრიბებიან. ოპერატორები და ჟურნალისტები მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ "TV პირველის" გადამღებ ჯგუფს, რომელიც გუშინ, ნიღბიანების მხრიდან, ფიზიკური თავდასხმის ობიექტი გახდა.კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და ჩვენს კოლეგებზე თავდასხმა."ძალიან რთული იქნებოდა, რომ ჩვენ აქ არ მოვსულიყავით და არ გამოგვეხატა სოლიდარობა ჩვენი კოლეგებისადმი. მე აქ ვდგავარ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ვმუშაობ 24 საათის განმავლობაში ამ მიმდინარე რთული პროცესების განმავლობაში. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა არხმა პირველივე წუთებიდან გაავრცელა განცხადება მას შემდეგ, რაც ეს საშინელი ფაქტი მოხდა.მე ჩემს მეგობრებთან და თანამშრომლებთან ერთად მოვედი აქ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო, კიდევ ერთხელ, კოლეგებისადმი. მინდა ვთქვა, რომ ის კადრები, რომელიც გუშინ ყველამ ვნახეთ ეთერში, არის მიუღებელი და არაადამიანობა, რომ აუცილებელია, რომ ის ადამიანები, ვინც ეს საშინელი საქციელი ჩაიდინეს, უნდა გამოიძიონ აუცილებლად შესაბამისმა სტრუქტურებმა და პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული ეს ადამიანები“, - აცხადებს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი, მირიან გორგოძე.მედიის წარმომადგენლები თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის დასჯას ითხოვენ. რესპუბლიკის მოედანზე არიან "კურიერის" ჟურნალისტები და ოპერატორები. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ მაკა ჩიხლაძესა და გიორგი შეწირულს."თითოეული მოქალაქის, რომელიც ამ ძალადობას ხედავს და ხედავს რა მოყვება ამ ყველაფერს - გაღვივებული სამოქალაქო დაპირისპირება, გაღვივებული შუღლი, უმოქმედობა, უმოქმედობა იმ ინსტიტუტების მხრიდან, ვისაც პირდაპირ ევალება, რომ იმოქმედოს, გამოვიდეს და ილაპარაკოს, რომ იმოქმედოს ამ დროს, რათა სამოქალაქო დაპირისპირება არ გაღვივდეს, არ გამწვავდეს უფრო მეტადა და არ გადაიზარდოს უფრო ცუდ რაღაცაში. სამწუხაროდ, ვხედავთ მოქმედებას ცალმხრივად და ვერ ვხედავთ იმას, რომ ეს მოქმედება არის სამართლიანი და სამართლებრივი", - საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.ტელეკომპანია "TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე მიიჩნევს, რომ გუშინ გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმა ხელისუფლების ორგანიზებული იყო."გუშინ ეს თავდასხმა იყო საქართველოს ე.წ. ხელისუფლების ორგანიზებული და ამ თავდასხმის განხორციელებას ბიძინა ივანიშვილის პირადი ნებართვის გარეშე ვერავინ გაბედავდა. ეს ადამიანები გადაადგილდებოდნენ თბილისის სამთავრობო კვარტალში, პოლიცია იქ იდგა, მანამდე ჟურნალისტები მივიდნენ დანაშაულის გასაშუქებლად, რომელიც მოხდა ბესიკის 4 ნომერში - თავდასხმა ადამიანებზე და ამის შემდეგ იქ იდგა პოლიცია და პოლიცია ადგილიდან მოხსნა გომელაურმა. შედეგად, ყველაფერი ცხადი და გასაგებია - მათ გუშინ პოლიციასთან, ძალოვნებთან კოორდინაციაში, ბანდფორმირებამ განახორციელა თავდასხმა მედიაზე", - აცხადებს მელაძე. 
სრულად წაიკითხეთ სტატია