“იუვენტუსი” – “ნაპოლი”. ნაკლებად სანახაობრივი მატჩი უგოლოდ დასრულდა

News.ge 3 თვის წინ 40
“იუვენტუსი” – “ნაპოლი”. ნაკლებად სანახაობრივი მატჩი უგოლოდ დასრულდა

სერია A-ს მეხუთე ტურში „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ მატჩი 0:0 დასრულდა.
მატჩზე “ნაპოლის” გულშემატკივრებს გამოყოფილი 2 800 ბილეთი შეძენილი ჰქონდათ, მაგრამ გუშინ არენაზე შესვლა უსაფრთხოების მიზნით აუკრძალეს. დღეს ნეაპოლურმა კლუბმა ამასთან დაკავშირებით ტურინის პრეფექტურაში საჩივარი შეიტანა და მათ ქომაგებს თამაშზე დასწრების უფლება მისცეს. „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტე 3-4-2-1 ტაქტიკა 4-3-3-ით შეცვალა და პირველად დააყენა ძირითად შემადგენლობაში მაკტომინეი.
შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა, პირველი შანსი სტუმრებს მიეცათ, როდესაც მაკტომინეის დარტყმული ბურთი მეკარე დი გრეგორიომ მოიგერია. ბოლოს
პოლიტანოს საჯარიმოდან დი გრეგორიომ არ გაატანინა და პირველი ტაიმი დასრულდა.
კვარაცხელიას სავონა, ლუკაკუს კი ბრემერი ყურადღებით მეურვეობდნენ და სამოქმედო სივრცეს მაქსიმალურად უზღუდავდნენ. პოლიტანოს დრიბლინგს შედეგი აქ მოჰყვა. შემდეგ ინიციატივას მასპინძლები დაეუფლენ. კონტემ 72-ე წუთზე ხვიჩას, პოლიტანოს და ლუკაკუს ნაცვლად შეცვლაზე ნერესი, ფოლორუნშო და სიმეონე შეუშვა. თუმცა, თამაშის სურათი არ შეიცვალა და ნაკლებად სანახაობრივი დაპირისპირება უგოლოდ დასრულდა.
„ნაპოლი“ ამ მომენტისთვის 10 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 26 სექტემბერს, თასზე სახლში „პალერმოსთან“ ჩაატარებს.
იუვენტუსი – ნაპოლი 0:0

სრულად წაიკითხეთ სტატია