“იუვენტუსი” მზადაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად 7 მილიონი გადაიხადოს

News.ge 1 თვე წინ 23
“იუვენტუსი” მზადაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შესაძენად 7 მილიონი გადაიხადოს

Juvelive-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „ემპოლის“ 20 წლის მცველით, საბა გოგლიჩიძით „იუვენტუსი“ დაინტერესდა.
გამოცემა წერს, რომ ასაკიდან გამომდინარე, „ემპოლის“ 28 წლის ალბანელი მცველის, არდიან ისმაილის გადაბირებას „იუვენტუსი“ აღარ განიხილავს, რამეთუ გრძელვადიან პერსპექტივაში პრიორიტეტული ქართველის კანდიდატურაა.
აღნიშნულია, რომ ტურინული კლუბის სტრატეგია აქცენტის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე გაკეთებაა, საბამ მიმდინარე სეზონში თავი კარგად წარმოაჩინა, „იუვე“ მზადაა ზაფხულში დაახლოებით 7 მილიონი ევრო გადაიხადოს და მუდმივი სათამაშო პრაქტიკისა და პროგრესირებისთვის იჯარით თავის ამჟამინდელ გუნდში დატოვოს.
Transfermarkt-ის მიხედვით გოგლიჩიძის ფასი 5 მილიონია, „ემპოლისთან“ კი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.

სრულად წაიკითხეთ სტატია