“ისეთი მწარე ბავშვობა მანახეთ, რომ ქუჩაში ვერ უნდა დადიოდეთ ” – რას წერს ახალგაზრდა, რომელიც გუშინდელ აქციაზე სცენაზე მყოფებს ლაზერს ანათებდა?

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 23
“ისეთი მწარე ბავშვობა მანახეთ, რომ ქუჩაში ვერ უნდა დადიოდეთ ” – რას წერს ახალგაზრდა, რომელიც გუშინდელ აქციაზე სცენაზე მყოფებს ლაზერს ანათებდა?

სოციალურ ქსელში განმარტება გააკეთა ახალგაზრდამ, რომელიც გუშინ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს სცენაზე მყოფებს ლაზერს ანათებდა. ის ამბობს, რომ მისი ოჯახი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაზარალდა. კერძოდ, მის მამას, რომელიც სახანძრო სამსახურში მუშაობდა, განსხვავებული აზრის გამო სცემეს და სამსახურიდან გააგდეს.

თედო ბითბუნოვის და მისი თანმხლები პირების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დაიდო. ისინი აქციის დროს ერთ-ერთი რესტორნის ტერასაზე იყვნენ.

“მე ვარ მეხანძრე-მაშველის შვილი, რომელიც საწინააღმდეგო აზრის გამოხატვის გამო იმ რეჟიმმა, ვინც დღეს აქ აქცია ჩაატარა, ჯერ სამსახურიდან გამოაგდო, მერე ორჯერ სასტიკად სცემა. ღმერთმა ნუ გამოაცდევინოს იმ ახალგაზრდებს, ვინც ვითომ ევროპის მოთხოვნით ნაცებმა დღეს მიიყვანეს ნურც შიმშილი და ნურც ნაცემი მამის ცრემლიანი და სისხლიანი თვალების ნახვა. მაგაზე საშინელება არ არსებობს დამიჯერეთ. სიკვდილზე უარესია. მთელი ცხოვრება არ ამოგივა თვალებიდან მასეთი რამე და ლაზერს რო ანათებდი რატომ დაიმალე მერეო, რატომ და მამაჩემს არ მინდოდა დავენახე, ჩემმა ძმაკაცებმა რომ შემხედეს მოხურულ პლედს ვიფარებდი, იმათმაც გადაიფარეს და მოერიდნენ კამერებს.

წესით ცოცხლებს არ უნდა გატარებდეთ ქუჩაში არცერთს ისეთი მწარე ბავშვობა მანახეთ, მაგრამ მაგით კიდე უფრო არ მინდა ჩემი ოჯახი გავამწარო და გავაუბედურო. ბოდიში ჩემ მეგობრებს, ვინც ძალიან უხერხულში ჩავაგდე და კიდევ ყველა სხვას, თუ ისინიც რაღაცნაირი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ ჩემი ამ მოქმედების გამო და ჩემ ოჯახს კიდევ ძალიან დიდი ბოდიში ასეთი რაღაცის დაწერა რომ მომიწია და ამაზე კიდევ ზემოდან ვანერვიულებ,” – წერს თედო ბითბუნოვი.

სრულად წაიკითხეთ სტატია