„ახალსა“ და „ნაციონალურ
მოძრაობას“ შორის სიების
გადანაწილება კიდევ
ერთხელ ხაზგასმა იქნება
იმის, რომ ისინი ერთი
ორგანიზმია, - განაცხადა
ფრაქცია „ქართული
ოცნების“ თავმჯდომარის
მოადგილემ ირაკლი
კირცხალიამ.„ვამბობდით,
რომ როდესაც დადგებოდა
სიებზე საკითხი, ყოველთვის
ვნახავდით ასეთ აურზაურს
და ასეთ თვითლუსტრაციას.
ვხედავთ სიცრუის ნიაღვარს.
სიცრუის ტირაჟირება უკვე
გადაიტანეს არა
ამომრჩეველში - არამედ
თავიანთი პარტიების
წევრებში. „ახალსა“ და
„ნაციონალურ მოძრაობას“
შორის სიების
გადანაწილება კიდევ
ერთხელ ხაზგასმა იქნება
იმის, რომ ისინი ერთი
ორგანიზმია. ერთი წამით
დაუშვით, რომ ეს მავნებლები
ამ დარბაზში გადალახული
ბარიერებით ცდილობენ
ჩამოაყალიბონ კოალიციური
მთავრობა - სად ვიქნებით და
სად გადაჩეხავენ ჩვენს
ქვეყანას“, - განაცხადა
კირცხალიამ. „ქრონიკის“
ინფორმაციით,
„ნაცმოძრაობასთან“
ვაჭრობა მიმდინარეობს, რომ
პარტიულ სიაში გვარამიას
„ახალის“ რიგებიდან შვიდი
ადამიანი შეიყვანონ.