„იმედის“ გადამღები ჯგუფის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტზე აქტივისტი გამოკითხვაზე დაიბარეს

Civil Georgia 1 თვე წინ 14
„იმედის“ გადამღები ჯგუფის საქმიანობისთვის სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტზე აქტივისტი გამოკითხვაზე დაიბარეს

ახალგაზრდა აქტივისტი ნიკო მანაგაძე ამბობს, რომ ის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს თბილისში საპროტესტო აქციების დროს სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფისთვის ხელის შეშლის ბრალდებით.

გამოძახებას წინ უძღოდა ტელეკომპანია „იმედის“ 19 ნოემბრის განცხადებას, რომლის თანახმადაც მის ჟურნალისტებს ოქტომბრის არჩევნების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას ხელი შეუშალეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ და რომ მან საქმის გამოსაძიებლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. მეორე დღეს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო. უწყებაში აღნიშნეს, რომ გამოძიება შეეხო „რამდენიმე მედია საშუალების თანამშრომელს“, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ ვის.

21 ნოემბერს დაბარებული მანაგაძე ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევას უარყოფს. მისი თქმით, მან მხოლოდ ჰკითხა „იმედის“ გადამღებ ჯგუფს, დაგმო თუ არა პოლიციის ძალადობა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი“ ოპერატორის სერგი ბარამიძის მიმართ, რომელიც საპროტესტო აქციების დროს ძალადობრივად დააკავეს. მანაგაძემ ასევე აღნიშნა, რომ მან „იმედის“ ჟურნალისტებს ჰკითხა, გააშუქეს თუ არა ოპოზიციური მედიიდან მათი კოლეგის დაკავების კადრები.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება 18 და 19 ნოემბერს ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს ეხება. 19 ნოემბერს გამთენიისას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მშვიდობიანი აქციის მონაწილეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია მედიის წარმომადგენლების მიმართ პოლიციის სისასტიკისა და ძალადობის შესახებ.

მიუხედავად ინციდენტებისა, ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სპეციალურმა საგამოძიებმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო მედიის წარმომადგენლების მიმართ პოლიციის სისასტიკის შემთხვევებზე. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ (RSF) მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ გადადგას ნაბიჯები ჟურნალისტების დასაცავად.

„ტრაგიკომიკური ისაა, რომ იმ „პოლიციელებზე“ კი არ აღძრეს საქმე, რომლებმაც (რბილად რომ ვთქვათ) მართლა ხელი შეუშალეს მედიის წარმომადგენელს ბრუტალური მეთოდებით მუშაობაში, ფიზიკურად გაუსწორდნენ, კამერა დაულეწეს და დააკავეს, მე გამომაცხადეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შემშლელად ამაზე კითხვა რომ დავუსვი პირდაპირ ეთერში მათ „კოლეგებს”, – წერს მანაგაძე სოციალურ მედიაში.

ახალგაზრდა აქტივისტი ნიკო მანაგაძე სტუდენტური მოძრაობას „თავისუფლებისთვის“ წარმოადგენს. ივნისში, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მას ე.წ. „ტიტუშკები“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია