გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 17-18
ოქტომბერს საქართველოში
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან
ძლიერი, მაღალ მთაში, ზოგან,
თოვლი, დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი,
შესაძლებელია ელჭექი,
სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი
შტორმული
ღელვა.მოსალოდნელმა
ნალექებმა შესაძლებელია
საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების
მნიშვნელოვანი მატება,
პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო
გორაკ-ბორცვიან და მთიან
ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს. (საფრთხის დონე
საშუალო).