გარემოს ეროვნული
სააგენტოს ცნობით, 15
ნოემბერს საქართველოში
შენარჩუნებული იქნება
უნალექო ამინდი, ხოლო 16-17
ნოემბერს დროგამოშვებით
ნალექიანი და ქარიანი
ამინდია მოსალოდნელი. 18
ნოემბერს ისევ უნალექო
ამინდი იქნება.ქ. თბილისში 15
და 18 ნოემბერს უნალექო
ამინდი იქნება, ხოლო 16-17
ნოემბერს წვიმა და ქარია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +13, +15
გრადუსი
დაფიქსირდება.სანაპირო
რაიონებში (ბათუმი,
ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15
და 18 ნოემბერს თბილი და
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +19, +21 გრადუსი
დაფიქსირდება, ხოლო 16-17
ნოემბერს შედარებით
აგრილდება, გაწვიმდება და
ქარიც
გაძლიერდება.დასავლეთ
საქართველოს დაბლობ
რაიონებში (ზესტაფონი,
ქუთაისი, სამტრედია,
ზუგდიდი, მარტვილი,
ოზურგეთი): 15 და 18 ნოემბერს
თბილი და უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +19, +21
გრადუსი დაფიქსირდება,
ხოლო 16-17 ნოემბერს
დროგამოშვებით წვიმიანი
და შედარებით გრილი
ამინდია
მოსალოდნელი.დასავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ამბროლაური,
ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა,
საჩხერე, ხულო, რიკოთის
უღელტეხილი): 15 და 18 ნოემბერს
თბილი და უნალექო ამინდი
იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +14, +19
გრადუსი დაფიქსირდება. 16-17
ნოემბერს დროგამოშვებით
ნალექიანი და შედარებით
ცივი ამინდია
მოსალოდნელი.დასავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (მესტია,
ბახმარო): 15 და 18 ნოემბერს
უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა
დღისით +12, +17 გრადუსი
დაფიქსირდება. 16-17 ნოემბერს
აცივდება და ზოგან
მოთოვს.ქართლში (რუსთავი,
ბოლნისი, მარნეული,
გარდაბანი, გორი,
ცხინვალი):15 და 18 ნოემბერს
უნალექო ამინდი იქნება,
ხოლო 16-17 ნოემბერს ზოგან
წვიმა და ქარია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +12, +16
გრადუსი
დაფიქსირდება.კახეთში
(საგარეჯო, თელავი,
გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა,
დედოფლისწყარო): 15 და 18
ნოემბერს უნალექო ამინდი
იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს
ზოგან წვიმა და ქარია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +12, +16
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მთიან
რაიონებში (ახალციხე,
ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი,
ფასანაური): 15 და 18 ნოემბერს
უნალექო ამინდი იქნება. 16-17
ნოემბერს ზოგან ნალექიანი
და ქარიანი ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +8, +13
გრადუსი
დაფიქსირდება.აღმოსავლეთ
საქართველოს მაღალმთიან
რაიონებში (ახალქალაქი,
წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): 15 და 18 ნოემბერს
უნალექო ამინდი იქნება. 16-17
ნოემბერს ზოგან თოვლი და
ქარია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +4, +9
გრადუსი დაფიქსირდება.