“თითქმის ერთი თვის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით..." - რამ აღაფრთოვანა სოფი ლორენი

Primetime.ge 2 თვის წინ 23
“თითქმის ერთი თვის განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით..." - რამ აღაფრთოვანა სოფი ლორენი
მარიამ შარმანაშვილს, რომელიც ფართო აუდიტორიამ ლეგენდარული იტალიელი კინოვარსკვლავის, სოფი ლორენის სარძლოს სტატუსით გაიცნო, ცოტა ხნის წინ რჩეულმა, კარლო პონტი უმცროსმა ხელი სთხოვა.მარიამი საკუთარი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა. როგორც ვიცი, სადედამთილოს უკვე კარგად იცნობთ. როგორი ადამიანი აღმოჩნდა უდიდესი ვარსკვლავი პირად ურთიერთობაში და საქართველო თუ გააცანით?- ქალბატონი სოფია არის უაღრესად თბილი ადამიანი, გაცნობის დღიდან მისგან ძალიან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დავახლოვდით, რადგან თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება. შესაბამისად, კიდევ უფრო უშუალო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აქვს ძალიან კარგი იუმორი და ხშირად ვხალისობთ ხოლმე სხვადასხვა თემაზე. ქალბატონი სოფია ისედაც იცნობდა ჩვენს ქვეყანას, რადგან ის საქართველოს, ქალბატონი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, 2016 წელს ესტუმრა, მაგრამ მეც როდესაც საშუალება მეძლევა, უფრო და უფრო მეტს ვუყვები საქართველოზე, ქართული სამზარეულოდან ვეცადე, მას ისეთი კერძები გაესინჯა, რომელიც აქამდე დაგემოვნებული არ ჰქონდა, მაგალითად, ხინკალი და ხაჭაპური, რაზეც აღფრთოვანდა და ეს იყო დიდი კომპლიმენტი ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ქალბატონი სოფია ცნობილია კულინარიული ნიჭითაც.
სრულად წაიკითხეთ სტატია