„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება

Alia 1 თვე წინ 25
„თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება

„თიბისის მაცნე“ ბეჭდური გაზეთია, რომელიც რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის აგრომიმართულების  შესახებ სიახლეების, საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის და რჩევების გაზიარებას, ასევე, მცირე და საშუალო ბიზნესების საზოგადოებისთვის გაცნობას ისახავს მიზნად.

„თიბისი მაცნე“ საქართველოს ოთხ რეგიონში: სამეგრელოში, იმერეთში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ვრცელდება, ჯამში 70-მდე ქალაქსა და სოფელში. გაზეთი რეგიონების მოსახლეობას უსასყიდლოდ ურიგდება და ის ხელმისაწვდომია თიბისის ფილიალებში.

გაზეთის მეორე ნომერი სულ ახლახან გამოიცა, რომელშიც იბისიმ მკითხველს სასიამოვნო სიახლე შესთავაზდა სპეციალურად პროექტისთვის შექმნა თამაში, რომლის გამარჯვებულები ფულადი პრიზით დასაჩუქრდებიან.

თამაშის მიხედვით, გაზეთის ერთ-ერთ გვერდზე, აგროთემატიკის სტიკერები და ამ სტიკერების ჩასაკრავად სპეციალურად გამოყოფილი სივრცებიაგანთავსებული. მკითხველმა 7 სახის სხვადასხვა სტიკერი უნდა შეაგროვოს და შეავსოს ცარიელი ადგილები. იმისთვის, რომ გათამაშებაში მონაწილემ შეძლოს ყველა სტიკერის შეგროვება, საჭიროა იპოვოს სხვა გაზეთის მქონე პირი, განსხვავებული სტიკერების კომბინაციით. მონაწილეები ერთმანეთში სტიკერების გაცვლით, მოიპოვებენ შვიდივე საჭირო სტიკერს.

მონაწილეს, რომელიც თიბისის ნებისმიერ ფილიალში წარადგენს გაზეთს შვიდივე შეგროვებული კომპონენტით, გადაეცემა ფულადი პრიზი, 500 ლარის ოდენობით.

(R)

The post „თიბისის მაცნე“ – გაზეთი, რომელშიც მკითხველს, აგროსიახლეებთან ერთად, გათამაშებაც დახვდება appeared first on .

სრულად წაიკითხეთ სტატია