“თვალის გუგა, ცხვირი და ნეკნები დაზიანებული მაქვს, ღმერთს მადლობა სახის არეში მოტეხილობები არ მაქვს - მკურნალობას ექვემდებარება“ - აქციაზე დაშავებული

Primetime.ge 2 კვირის წინ 17
“თვალის გუგა, ცხვირი და ნეკნები დაზიანებული მაქვს, ღმერთს მადლობა სახის არეში მოტეხილობები არ მაქვს - მკურნალობას ექვემდებარება“ - აქციაზე დაშავებული
თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე 26 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 23 არის აქციის მონაწილე, სამი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს. თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 12 დაშავებულ თანამშრომელზე ავრცელებს ინფორმაციას.ცოტა ხნის წინ მედიასთან კომენტარი გააკეთეს იმ პირებმა, რომლებიც აქციის დროს დაშავდნენ.“აქციაზე ვიმყოფებოდით ყველანაირი შეურაცხყოფის და რაიმეს სროლის გარეშე. როცა დაგვაკავეს, კორიდორი როგორც გავიარეთ, ამ კორიდორის შემდეგ მოხდა ჩვენზე დარტყმა, ძალადობა, ლანძღვა, გინება და ა.შ.თვალის გუგა, ცხვირი, ნეკნები - ეს ყველაფერი დაზიანებული მაქვს. ღმერთს მადლობა სახის არეში მოტეხილობები არ მაქვს. დანიშნულება გამოწერილია და მკურნალობას ექვემდებარება,“ - აღნიშნა აქციის მონაწილემ.ინგოროყვას სახელობის კლინიკაში, სადაც აქციაზე დაშავებულთა დიდი ნაწილი მკურნალობს, დღეს სახალხო დამცველი იმყოფებოდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია