საქართველოს პრეზიდენტის,
სალომე ზურაბიშვილის
განცხადება, თითქოს ე.წ
ქარტია გერმანიის
პრეზიდენტმა მოიწონა, არ
დადასტურდა. გერმანიის
ელჩი ამბობს, რომ მსგავსი
პოზიცია არ
ახსენდება.„ვფიქრობ,
გერმანიის პრეზიდენტმა
თქვა, რომ ის მოხარულია, რომ
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ევროპული
გზის სასარგებლოდ
ხმამაღლა ლაპარაკობს“, -
განაცხადა პეტერ
ფიშერმა.პრეზიდენტის
ადმინისტრაციამ სალომე
ზურაბიშვილისა და
გერმანიის პრეზიდენტის
შეხვედრის შემდეგ
ინფორმაცია გაავრცელა,
სადაც წერია, რომ სხვა
საკითხებთან ერთად მათ
ისაუბრეს „ქართულ
ქარტიაზეც“ და
ფრანკ-ვალტერ
შტაინმაიერმა თქვა, რომ
აღნიშნულ ინიციატივას
მიესალმება.