ვიდეო, რომელიც ვრცელდება
მარნეულიდან არის
„ნაცმოძრაობის“ სცენარი, -
განაცხადა „ქართული
ოცნების“ აღმასრულებელმა
მდივანმა, მამუკა
მდინარაძემ.„ამ
ყველაფერთან დაკავშირებით
ინფორმაცია რამდენიმე
დღის წინ გავავრცელე და ეს
ამბავი, რაც დღეს მოხდა,
ერთი-ერთში წინასწარ
მოვუყევი საზოგადოებას. იმ
დღესაც მოვუწოდე ყველას,
რომ ამ პროვოკაციებში არ
მიიღონ მონაწილეობა,
მაგრამ როგორც ჩანს ჭკუა
ვერ ისწავლა ვერავინ. ამ
შემთხვევაში ვგულისხმობ
იმ ადამიანებს ვინც ამ
ყველაფერში მიიღო
მონაწილეობა.ვინც
„ნაცმოძრაობის“ ამ მდაბიო
სპექტაკლში მიიღებს
მონაწილეობას, ალბათ ჩვენი
მხრიდან დანდობა და დაცვა
იქნება უდიდესი
დანაშაული.წარმოუდგენელი
და დაუჯერებელი კადრებია.
როცა „ქართული ოცნების“
საკრებულოს წევრი ამაში
იღებს მონაწილეობას
წარმოუდგენელია, რომ ის არ
იყოს შეკრული იმ ხალხთან,
ვისაც სჭირდება ასეთი
კადრები. ამ ყველაფერს სხვა
ახსნა არ აქვს თუ ეს
კადრები ნამდვილია.ვინც
კადრებში ჩანს, ის არის
საკრებულოს წვერი
„ქართული ოცნებიდან“. ახლა
ვარკვევთ, აზრიც გამოითქვა,
რომ ძველი კადრები ხომ არ
არის და ა.შ., თუმცა ჩვენ
ვფიქრობთ, რომ ახალი
კადრებია სიტუაციიდან
გამომდინარე და ეს არის მათ
მიერ მთავარი
მტკიცებულება, რომ რაღაც
ცუდი ხდება სინამდვილეში
არაფერი ცუდი არ ხდება.
სადაც „ნაცმოძრაობის“
ტელევიზიები არ არიან იქ
არაფერი არ ხდება და სადაც
აღნიშნული ტელევიზიები
არიან აპოკალიფსია
დახატული“, - აღნიშნა
მამუკა მდინარაძემ.