ექსპერტი სომხეთიდან სოსი
ტატიკიანი საქართველოს
პრეზიდენტის სალომე
ზურაბიშვილი განცხადებას
გამოეხმაურა, რომელიც
ამბობს, რომ საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები
„სომხური კარუსელის“
მეშვეობით გაყალბდა.
ტატიკიანის თქმით, მას
ზურაბიშვილის საუბრის
ასეთი სტილი არ
მოსწონს.მისი მტკიცებით,
თვით სომხეთშიც კი 2018
წლიდან უარი თქვეს ასეთი
ტიპის
დარღვევებზე.„როგორც
სომხური საექსპერტო
საზოგადოების წევრ,
რომელიც სომხეთისა და
საქართველოს ევროპულ
ინტეგრაციას უჭერს მხარს,
არ მომწონს სალომე
ზურაბიშვილის საუბრის
სტილი, რომლის თანახმადაც
საქართველოში არჩევნები
„სომხური კარუსელის“
მეშვეობით გაყალბდა. ასთ
კარუსელებზე უარი ჩვენ ჯერ
კიდევ 2018 წელს ვთქვით.
საჭირო არ არის განტევების
ვაცის ძებნა“, - დაწერა
ტატიკიანმა სოციალურ ქსელ
X-ში.