ეუთო/ოდირმა თქვა, რომ
არჩეული ხელისუფლება
გაუმკლავდება საქართველოს
წინაშე არსებულ
გამოწვევებს და
გააგრძელებს
ევროინტეგრაციას, ამით
საერთაშორისოდაც
აღიარებულია "ქართული
ოცნების" შთამბეჭდავი
გამარჯვება, - წერს
ანალიტიკოსი გია აბაშიძე
სოციალურ ქსელში.მისივე
თქმით, პოლარიზაციის
პრობლემატურობა, რომელიც
უცხოელებმა აქ
დააფიქსირეს,
საქართველოზე მეტად უფრო
მწვავეა აშშ-ში და რიგ
ევროპულ ქვეყნებში. მანვე
აღნიშნა, რომ ლეგიტიმური
ხელისუფლების
მოწინააღმდეგე "შულავერის
კომიტეტჩიკებს" შეუძლიათ
გააგრძელონ
"დაუმორჩილებლობის"
ბალაგანის დაგეგმარება
გინდ ფსევდოპრეზიდენტის,
სალომე ზურაბიშვილის, გინდ
თავიანთი "პარწიუკების"
ოფისებში.„ეუთო/ოდირმა
თქვა, რომ არჩეული
ხელისუფლება გაუმკლავდება
საქართველოს წინაშე
არსებულ გამოწვევებს და
გააგრძელებს
ევროინტეგრაციას, ამით
საერთაშორისოდაც
აღიარებულია "ქართული
ოცნების" შთამბეჭდავი
გამარჯვება. ეუთო/ოდირის
შეფასებაში აღიარებულია,
რომ წინასაარჩევნო
პერიოდი იყო თავისუფალი და
კენჭისყრის დღეც ცესკოს
მიერ კარგად
ადმინისტრირებული. ჩემგან
ვიტყვი, რომ პოლარიზაციის
პრობლემატურობა, რომელიც
უცხოელებმა აქ
დააფიქსირეს,
საქართველოზე მეტად უფრო
მწვავეა აშშ-ში და რიგ
ევროპულ ქვეყნებში.
ლეგიტიმური ხელისუფლების
მოწინააღმდეგე "შულავერის
კომიტეტჩიკებს" შეუძლიათ
გააგრძელონ
"დაუმორჩილებლობის"
ბალაგანის დაგეგმარება
გინდ ფსევდოპრეზიდენტის,
სალომე ზურაბიშვილის, გინდ
თავიანთი "პარწიუკების"
ოფისებში“, - წერს გია
აბაშიძე.