,,ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“ - თეონა აქუბარდია

Primetime.ge 2 კვირის წინ 9
,,ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ“ - თეონა აქუბარდია
საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და ჟურნალისტების ცემის ფაქტს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან.პარტია "საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, როდესაც შავნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა დემონსტრანტების საცემრად, მმართველმა გუნდმა მანიფესტანტების დაშინება, მისი თქმით, სიკვდილის ბრიგადებით გადაწყვიტა."10 დღეა, ივანიშვილის მხრიდან საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოცხადებული ომის ქრონიკა. 10 დღის განმავლობაში, ივანიშვილის შავრაზმელები უპირისპირდებიან ქართველ ხალს და როდესაც ეს შავ ნიღბიანები საკმარისი არ აღმოჩნდა რეჟიმის სიმყარისთვის, უკვე სიკვდილის ბრიგადები გამოგზავნა ივანიშვილმა, რომელიც უპირისპირდება მოქალაქეებს, ისევე, როგორს სიმართლის მთქმელ ჟურნალისტებს. გუშინდელი ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სიმართლის თქმა ამ ქვეყანაში არის დანაშაულად მიჩნეული, ამიტომ ნებისმიერი მათი განცხადება არის სიყალბე და ეს არის გამიზნული ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, მათი ყალბი განცხადების მიუხედავად სიმართლის შესახებ", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ."ძლიერი საქართველოს" წევრის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, საქართველოს ჰყავს თვითმარქვია მთავრობა, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობისა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ტერორს იყენებს.  "ეს სხვა არაფერია, თუ არა ტერორიზმი საკუთარი ხალხის მიმართ, დღეს რეალურად, სამართალდამცავი სტრუქტურები გახდნენ სამართალდამრღვევები სამართლის, სამართლიანობის, დემოკრატიის, თავისუფლების, ევროპული იდეისა და კონსტიტუციის სადარაჯოზე დგას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება და მისი ნამდვილი ჟურნალისტები, რომლებიც გუშინ ასეთ თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ.ამ რეჟიმის დღეები დათვლილია, ისინი ბოლო პერიოდში ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ დონალდ ტრამპი იქნებოდა მათი გადამრჩენი, მოხდებოდა ურთიერთობების გადატვირთვა და ისინი ახლებურად გააგრძელებდნენ ურთიერთობებს. ასეთი რამ ვერ მოხდება და არ მოხდება იმიტომ, რომ არცერთ მთავრობასთან, რომელიც ასე ეპყრობა საკუთარ საზოგადოებას და საკუთარ ხალხს, შეერთებული შტატები არ დაუჭერს მხარს და ვერ იქნება მისი მეგობარი", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია