„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Primetime.ge 2 თვის წინ 74
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ ოქტომბერს 09:00-დან 11:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქსანი, აღაიანი და მიმდებარე სოფლებში;14:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, ზემოუბნის, ბარათაშვილის, გაბრიელ ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე; 15:00-დან 16:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, თრანი, ხევსურთსოფელი, ტოლაანთსოფელი, ბოჭორმა, საყდრიონი და მიმდებარე სოფლებში.სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
სრულად წაიკითხეთ სტატია