ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში - თამარ ჩიბურდანიძე

Primetime.ge 5 დღის წინ 6
ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში - თამარ ჩიბურდანიძე
არავის სჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მართლაც ჩვენს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე წუხან და მხოლოდ ამიტომ წნეხენ მოქმედ ხელისუფლებას. მათ მხოლოდ საკუთარი ბედი ადარდებთ - წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.ექსპერტის თქმით, ევროპა სასოწარკვეთილი იქნება, სანამ ტრამპის პოლიტიკას არ შეუერთდება და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მცდელობა არ ექნებათ. მისი თქმით, ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომში მარტო დარჩა, ომს ვერ ასრულებენ და თავის გადარჩენის მიზნით, ცეცხლის საქართველოსკენ გადმოტანა სურთ. თამარ ჩიბურდანიძის განმარტებით, საქართველოში მაიდანის მოწყობის მცდელობაც ამაზე მეტყველებს.“ევროპა მანამდე იქნება ასეთ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, სანამ არ შეუერთდება ტრამპის პოლიტიკას და არ წავლენ რუსეთ-უკრაინის ომის დამთავრების გზით. ამერიკა ფულს აღარ მიაწვდის უკრაინას, პირიქით, ტრამპის ადმინისტრაცია იმ თანხების ხარჯვის გამოძიებასაც აპირებს, რაც უკვე გადარიცხულია უკრაინაში. ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში. პოლონეთში უკვე ჯარის სამზადისს შეუდგენენ, რადგან რისკი მათთვის ყველაზე დიდია. ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. თუკი მათ შეძლეს ომის ცეცხლის საქართველოში გადმოსროლა, მაშინ ამერიკის ახალი პრეზიდენტი უკვე ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდება და ალბათ შემდგომში დაიგეგმება მომავალი ნაბიჯები. საქართველოს განადგურებას კი სულ რამდენიმე დღე სჭირდება. ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მართლაც ჩვენს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე წუხან და მხოლოდ ამიტომ წნეხენ მოქმედ ხელისუფლებას. მათ მხოლოდ საკუთარი ბედი ადარდებთ და ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, იქნებ ახლა მაინც მიხვდეს რა არის მათთვის დღეს უმთავრესი და რას მალავენ “საქართველოზე ზრუნვის” ლოზუნგის მიღმა?“- წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია