ევროკომისიამ თურქეთსა და გერმანიას ექვსი თვე მისცა, რათა გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანას ეკუთვნის დონერ ქებაბი – „ეკონომისტი“

News.ge 2 თვის წინ 41
ევროკომისიამ თურქეთსა და გერმანიას ექვსი თვე მისცა, რათა გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანას ეკუთვნის დონერ ქებაბი – „ეკონომისტი“

ევროკომისიამ თურქეთსა და გერმანიას ექვსი თვე მისცა, რათა გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანას ეკუთვნის დონერ ქებაბი.
ამის შესახებ The Economist წერს.
აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, თურქეთმა ევროკავშირს მიმართა თხოვნით, დონერ ქებაბისთვის ტრადიციული პროდუქტის სტატუსი მიენიჭებინა. შეთავაზების წინააღმდეგ კი გერმანია გამოვიდა, რადგან თურქული და გერმანული დონერი ერთმანეთისგან განსხვავდება.
იმ შემთხვევაში თუ ევროკავშირი ამ თხოვნას დათანხმდება, მხოლოდ თურქული რეცეპტის მიხედვით მომზადებული ჩაითვლება ნამდვილ დონერ ქებაბად, მათ შორის ხორცის, მარინადების სახეობის ან დაჭრის მეთოდით.
19 სექტემბერს ევროკომისიამ მხარეებს კომპრომისის მისაღწევად ექვსი თვე მისცა. თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან, კომისია დამოუკიდებლად გადაწყვეტს დონერის ტრადიციული პროდუქტის სტატუს.
იმ შემთხვევაში თუ ამ სტატუსს თურქული დონერ ქებაბი მოიპოვებს, მაშინ ევროპული ვერსია ახალი სახელით უნდა გაიყიდოს.
ევროპაში დონერების გაყიდვები კი წელიწადში, დაახლოებით 3,5 მილიარდ ევროს შეადგენს, აქედან 2,3 მილიარდ ევროს გერმანიაში.
1tv.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია