დრო ჩაირთო – “ნაპოლიმ” კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა

News.ge 1 თვე წინ 22
დრო ჩაირთო – “ნაპოლიმ” კვარაცხელიას აგენტს ულტიმატუმი წაუყენა

Il Mattino-ს ინფორმაციით, “ნაპოლიმ” ს აგენტს ულტიმატუმი წაუყენა. “პარტენოპეიმ” ქართველის წარმომადგენლებს შეუთვალა, რომ ახალი კონტრაქტის საკითხი აუცილებლად მიმდინარე თვის ბოლომდე უნდა მოგვარდეს.
პარარელურად, “ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ გუშინ DAZN-თან საუბარში თქვა, რომ ხვიჩასთან და მის გარემოცვასთან ღია დისკუსიები მიმდინარეობს, რათა მოკლევადიან პერსპექტივაში იპოვონ გამოსავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკებები სეზონის ბოლომდე აღარ გაიმართება.
მოგეხსენებათ, “პარტენოპეი” კვარაცხელიას გასამრჯელოდ 6 მილიონ ევროს სთავაზობს, ქართველის მხარე კი 8 მილიონს ითხოვს.
კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ ჩვენებურს შრომით ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს
ჩაწერა უნდა, რაც “ნაპოლის” არ აწყობს.
არ უნდა მოაწეროს ხელი. ეს ის შემთხვევა რო მონობას აწერ ხელს. 125 მილიონი გამოსასყიდი და 7 მილიონი ხელფასი კარგი იქნება და ასე ჯობია. აბა ამაში 125 თუ არ გადაიხადეს მაშინ ამის ფეხბურთელობა ისედაც დასრულებულა. ჯერ რასაც ახლა თამაშობს ეს 80 არ ხირს. ჩვეულებრივ ფეხბურთელად გადაიქცა .
სეზონის ბოლოს,აღარავითარი მოლაპარაკება აღარ იქნება.თუ რაიმე საშუალება იქნება,წასვლისა,ხვიჩა გამოიყენებს და ნაპოლიდან წავა.დე ლაურენტისმა ეს იცის და მიტომ უყენებს ულტიმატუმს,იქნებ როგორმე გავტეხოვო.

სრულად წაიკითხეთ სტატია