საქმე და მთელი პრობლემა
იმაში მდგომარეობს, რომ
როგორც პოლიტიკოსები ისე
არ მოქმედებენ ჩვენი
პოლიტიკოსები, რომლებიც
პარლამენტში იმიტომ არიან,
რომ ჩვენი პოლიტიკოსები
არიან - ამის შესახებ
საპარლამენტო პოლიტიკური
ჯგუფის "გირჩის"
თავმჯდომარე იაგო ხვიჩია
"დღის კურიერის" ეთერში
აცხადებს.იაგო ხვიჩია
ამბობს, რომ ბიძინა
ივანიშვილის წყობა არის,
ყველაფერი დარგის
სპეციალისტებს
დაუთმოს."ბიძინა
ივანიშვილს ეს წყობა აქვს -
დარგის
სპეციალისტებისთვის აქვს
დათმობილი ყველაფერი.
მაგალითად, პარლამენტის
იურიდიული კომიტეტი აქვს
დარგის სპეციალისტისთვის
დათმობილი, მშვენიერი
დარგის სპეციალისტია
ბატონი ანრი ოხანაშვილი -
ვერავინ ვერ შეიტანს ეჭვს
ამაში, მაგრამ
პოლიტიკოსია?! როგორც
პოლიტიკოსი ხომ არ
მოქმედებს, როგორც იურისტი
ისე მოქმედებს. საქმე და
მთელი პრობლემა იმაში
მდგომარეობს, რომ როგორც
პოლიტიკოსები ისე არ
მოქმედებენ ჩვენი
პოლიტიკოსები, რომლებიც
პარლამენტში იმიტომ არიან,
რომ ჩვენი პოლიტიკოსები
არიან, თორემ დარგის
სპეციალისტებით
მმართველობა დღევანდელ
"ქართულ ოცნებას" აქვს
მოწყობილი და რაში
ვეჯიბრებით "ქოცებს"?!
ყველაფერში ისეთში
ვეჯიბრებით, რასაც ყველაზე
უკეთ აკეთებენ. ფიზიკურად
არც ერთი არ არის
პოლიტიკოსი, ფაქტობრივად
ყველა რაღაც დარგის
სპეციალისტია, ზოგი
ადამიანებთან
ურთიერთობის, ზოგი ამისი,
ზოგი იმისი და
პოლიტიკოსები არ ჰყავთ.
ამაში ვეჯიბრებით? ამდენი
პოლიტიკოსი შეიკრიბა
იმისთვის, რომ დარგის
სპეციალისტებით მართონ
ქვეყანა? ეს ხომ სისულელეა,
რომელიც ყველას ესმის," -
აცხადებს იაგო ხვიჩია.