ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ძლიერმა წვიმამ გარკვეული
პრობლემები შექმნა. უხვმა
ნალექმა საცხოვრებელი
სახლების პირველი
სართულები და საკარმიდამო
ნაკვეთები
დატბორა.არსებულ
ვითარებას ადგილზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
მერი მამუკა წოწერია და
სამეგრელო-ზემო სვანეთის
მხარეში სახელმწიფო
რწმუნებულის მოვალეობის
შემსრულებელთან ნინო
ვიბლიანი გაეცნენ. ჩატარდა
სალიკვიდაციო სამუშაოები,
რომელშიც კეთილმოწყობის
მართვის ცენტრის
სპეციალური ტექნიკა იყო
ჩართული.