„ქართული ოცნების“
დეპუტატი, გივი მიქანაძე,
გამოცემა „ტაბულას“ მიერ
გავრცელებულ ინფორმაციას
გამოეხმაურა, რომლის
თანახმად, მამაკაცმა ქალის
პირადობის მოწმობით სცადა
ხმის მიცემა. მიქანაძის
განცხადებით,
სინამდვილეში, საარჩევნო
უბანზე მისულ დედა-შვილს
აერიათ მოწმობები და
შვილმა დედის პირადობის
მოწმობა მიაწოდა
რეგისტრატორს. ამ ფაქტის
გავრცელება, გივი
მიქანაძემ დეზინფორმაცია
და მიზანმიმართული
დისკრედიტაციის
მცდელობაა.„ტაბულას“
ინფორმაციით, კასპის სოფელ
ფერმაში განთავსებულ 24-ე
საარჩევნო უბანში,
მამაკაცმა სცადა ქალის
პირადობის მოწმობით ხმის
მიცემა, რაც იქ მყოფმა
დამკვირვებლებმა
დააფიქსირა. სინამდვილეში
აღმოჩნდა, რომ საარჩევნო
უბანზე ხმის მისაცემად
მისულ დედა-შვილს, აერიათ
პირადობის მოწმობები და
შვილმა დედის პირადობის
მოწმობა მიაწოდა
რეგისტრატორს. მოცემული
ფაქტის გავრცელება
წარმოადგენს
დეზინფორმაციას და
მიზანმიმართული
დისკრედიტაციის
მცდელობას.“ - აღნიშნა გივი
მიქანაძემ.