“გვიან მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ” – ფედელემ “კვარა” და ლუკაკუ გააკრიტიკა

News.ge 2 თვის წინ 47
“გვიან მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ” – ფედელემ “კვარა” და ლუკაკუ გააკრიტიკა

“პარმას” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-სთან ინტერვიუში სერია A-ს გასულ ტურში “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” დაპირისპირება შეაფასა. ფაბიო კანავაროს ყოფილმა მენეჯერმა “პარტენოპეის” შემტევები და რომელუ ლუკაკუ გააკრიტიკა.
“კვარაცხელია ზარმაცია? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ, უბრალოდ, ცუდი მატჩი ჰქონდა. მას და ლუკაკუს დაავიწყდათ, რომ თამაში 8 საათზე იწყებოდა და სასტუმროში დარჩნენ. ისინი მხოლოდ შეხვედრის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ მიხვდნენ, რომ მოედანზე იყვნენ.
ახლა ერთი კითხვა მაქვს: შეძლებენ თუ არა ეს ფეხბურთელები დიდი გუნდების წინააღმდეგ განსხვავების შექმნას,
თუ ეს მხოლოდ პატარა გუნდებთან გამოუვათ? იმავეს თქმა შეიძლება დუშან ვლაჰოვიჩზეც. სერბს არაფერი გამოუვიდა, ისევე, როგორც ტეუნ კოპმეინერსს”, – განაცხადა ფედელემ.
შეგახსენებთ, “იუვენტუსისა” და “ნაპოლის” მატჩი 0:0 დასრულდა. “პარტენოპეი” მორიგ შეხვედრას 26 ოქტომბერს, კოპა იტალიაზე, “პალერმოს” წინააღმდეგ გამართავს.

სრულად წაიკითხეთ სტატია