“გალათასარაიმ” ოსიმენის გამოსყიდვა მოისურვა

News.ge 1 თვე წინ 25
“გალათასარაიმ” ოსიმენის გამოსყიდვა მოისურვა

Sözcü-ს ცნობით, “გალათასარაიმ” “ნაპოლისგან” იჯარით აყვანილი ვიქტორ ოსიმენის გამოსყიდვა მოიწადინა, მზადაა ტრანსფერში მაქსიმუმ 50 მილიონი ევრო გადაიხადოს, ფეხბურთელს კი ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმოს.
ამ ფასად ოსიმენს, რა თქმა უნდა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ვერ შეელევა.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა 7 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 75 მილიონია.
25 წლის ნიგერიელით აგრეთვე “ჩელსია” დაინტერესებული.

სრულად წაიკითხეთ სტატია