„ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარემ,
ბიძინა ივანიშვილმა,
საარჩევნო კამპანიის
შემაჯამებელ
ღონისძიებაზე, სხვადასხვა
სფეროში, 2012 წლის შემდეგ
მიღწეულ წინსვლაზე
ისაუბრა.როგორც მან
აღნიშნა, „ქართული
ოცნების“ ხელისუფლების
პირობებში საქართველოს
განვითარებასა და
წარმატებაზე ის
საერთაშორისო რეიტინგები
და კვლევები მეტყველებს,
რომელთა რიცხვი საკმაოდ
დიდია.„„ქართული ოცნების“
ხელისუფლებაში მოსვლის
შემდგომ, საქართველოს
წინსვლასა და
განვითარებაზე
განსაკუთრებით კარგად
მეტყველებს ავტორიტეტული
საერთაშორისო რეიტინგები
და კვლევები; მათი რიცხვი
საკმაოდ დიდია, ამიტომ,
მხოლოდ რამდენიმე მათგანს
მოვიტან
მაგალითად:„ატლანტიკური
საბჭოს“ თავისუფლების და
კეთილდღეობის 2024 წლის
ინდექსით, საქართველო
კეთილდღეობის ათწლიანი
პროგრესით მსოფლიოს
საუკეთესო ხუთეულშია,
11-წლიანი პროგრესით კი
მსოფლიოში პირველ
ადგილზეა.ღია ბიუჯეტის
ინდექსში საქართველო
სრულიად გამჭვირვალე
ქვეყნების რიგში კვლავ
პირველ ადგილს იკავებს
მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.
და ეს იმ ფონზე, როდესაც 2012
წლამდე ქვეყანას მართავდა
კაცი, რომელიც ქვეყნის
ბიუჯეტს მოსახლეობას კი არ
ახმარდა, არამედ პირადი
კეთილდღეობისთვის
ხარჯავდა.სასამართლო
მართლმსაჯულებაზე
სახელისუფლებო
თავდასხმებისგან
თავისუფლებით საქართველო
ევროპის საუკეთესო
ათეულშია. და ეს იმ ფონზე,
როდესაც 2012 წლამდე,
სასამართლო სისტემა არათუ
დამოუკიდებელი არ იყო,
არამედ იმდროინდელი
ხელისუფლების ერთ-ერთ
სადამსჯელო ინსტრუმენტს
წარმოადგენდა.ხელისუფლების
მხრიდან ფიზიკური
ძალადობისაგან
თავისუფლების 11-წლიანი
პროგრესით საქართველო
მსოფლიოში მესამე
ადგილზეა; და ეს იმ ფონზე,
რომ 2012 წლამდე ციხეებში თუ
ქუჩებში მოქალაქეების
წამება და მკვლელობა
ჩვეულებრივ ამბად იყო
ქცეული;სამოქალაქო
თავისუფლების 11-წლიანი
პროგრესით საქართველო
მსოფლიოში მეცხრე,
ევრაზიის კონტინენტზე
მესამე, ევროპაში კი პირველ
ადგილზეა.მსოფლიო ბანკის
შეფასებით, 2024 წელს
საქართველოში
საერთაშორისო სიღარიბის
დონე ახალ ისტორიულ
მინიმუმამდე მცირდება და
მაჩვენებლის 12-წლიანი
გაუმჯობესებით საქართველო
მსოფლიოს საუკეთესო
ხუთეულშია.“ - განაცხადა
ბიძინა ივანიშვილმა.