2012 წლამდე, საქართველოს
მოსახლეობისთვის
ჯანმრთელობის პრობლემა
გაღატაკებას ან
პრაქტიკულად, დაღუპვას
ნიშნავდა, „ქართული
ოცნების“ საამაყო -
საყოველთაო ჯანდაცვის
პროგრამის ამოქმედებიდან
მოყოლებული კი, ბიუჯეტიდან,
საქართველოს 3 მილიონ 300
ათას მოქალაქეს
ვუმკურნალეთ, - განაცხადა
„ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარემ,
ბიძინა ივანიშვილმა,
საარჩევნო კამპანიის
შემაჯამებელ
ღონისძიებაზე.მან
სხვადასხვა სფეროში
მიღწეულ წარმატებებთან
ერთად, გამოყო განათლების
სფეროში გასული 12 წლის
განმავლობაში გადადგმული
ნაბიჯები. ასევე, სოფლის
მეურნეობის დაფინანსების
ზრდასთან ერთად, ყურადღება
გაამახვილა
ჰიდროელექტროსადგურების
და თბოელექტროსადგურების
მშენებლობაზე, რაც 2030
წლისთვის, საქართველოს
ენერგეტიკულად სრულად
დამოუკიდებელ ქვეყნად
აქცევს.„2012 წელთან
შედარებით, 4 ჯერ გაიზარდა
განათლების სფეროს
დაფინანსება; თვისობრივად
გაუმჯობესდა სასწავლო
დაწესებულებების
ინფრასტრუქტურა, აშენდა
ახალი სკოლები, ბაღები და
რაც მთავარია, საშუალოდ 500
ლარით გაიზარდა ჩვენი
ძვირფასი პედაგოგების
ანაზღაურება.2012 წელთან
შედარებით, არნახულად
გაიზარდა დაფინანსება
სოფლის მეურნეობის
მიმართულებით; 2012 წლიდან
მოყოლებული, ჩვენი გლეხები
და ფერმერები თავისუფლად
სარგებლობენ სპეციალურად
მათზე მორგებული
სახელმწიფო პროგრამებით;
შედეგად, რეალობიდან,
როდესაც ღვინის
სამშობლოში კახელი გლეხი
ვაზს ჩეხავდა, მივიღეთ
მოცემულობა, როდესაც
ვენახების ფართობი მთელ
საქართველოში 70%-ით არის
გაზრდილი! 6-ჯერ გაიზარდა
ყურძნის გადამუშავება,
ღვინის ექსპორტი კი 65
მილიონი დოლარიდან - 259
მილიონი დოლარი გახდა; 2012
წელს ჩვენი მევენახეების
შემოსავალი 70 მილიონ ლარს
შეადგენდა, 2023 წელს კი 350
მილიონ ლარს მიაღწია;2012
წლის შემდეგ, აშენდა: 63
ჰიდრო ელექტრო სადგური, 2
თბო ელექტრო სადგური და 1
ქარის ელექტრო სადგური;
არსებული გეგმის მიხედვით,
2030 წლისთვის საქართველო
იქნება ენერგეტიკულად
სრულად დამოუკიდებელი
ქვეყანა“ - მიმართა ბიძინა
ივანიშვილმა თბილისში
შეკრებილ მოსახლეობას.