2025 წლის I კვარტალში ბიზნეს
სექტორში დასაქმებულთა
საშუალო რაოდენობა 771.0
ათასი კაცით განისაზღვრა,
რაც გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელზე 2.9%-ით
მეტია.მონაცემებს
სტატისტიკის ეროვნული
სამსახური
ავრცელებს.მათივე
ინფორმაციით,
დასაქმებულთა მთლიანი
რაოდენობიდან 43.9%ქალი იყო,
ხოლო 56.% - კაცი.ამასთან,
როგორც სტატისტიკის
სამსახური განმარტავს,
დასაქმებულთა მთლიანი
რაოდენობის 43.7 % მსხვილ
ბიზნესზე მოდიოდა, 20.7% -
საშუალოზე, ხოლო 35.5 % - მცირე
ბიზნესზე.გამოქვეყნებული
მონაცემების მიხედვით,
საანგარიშო პერიოდში,
დაქირავებულთა მთლიანმა
რაოდენობამ 718.9 ათასი კაცი
შეადგინა (გასული წლის
შესაბამის პერიოდთან
შედარებით 2.2%-ით მეტი), ხოლო
საწარმოთა მთლიანი
დანახარჯები პერსონალზე 4.776
მლრდ ლარით განისაზღვრა
(გასული წლის შესაბამის
პერიოდთან შედარებით 11.9%-ით
მეტი).საქსტატის მიხედვით,
2025 წლის I კვარტალში, ბიზნეს
სექტორში დაქირავებით
დასაქმებულთა საშუალო
თვიური ხელფასი 2 169.6 ლარს
გაუტოლდა (გასული წლის
შესაბამისი პერიოდის
მაჩვენებელთან შედარებით
გაზრდილია 184.2 ლარით), ხოლო
მათ შორის ქალების
ხელფასმა 1 711.5 ლარი შეადგინა
(გასული წლის შესაბამისი
პერიოდის მაჩვენებელთან
შედარებით გაიზარდა 152.3
ლარით).