ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიო მოცულია Diddy-ის სკანდალური საკითხით. შემაშფოთებელ საქმეში, უამრავი სელებრითის სახელი ფიგურირებს. მათგან ერთ-ერთი ჯეი ლოა, რომელსაც რეპერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა.
ჯეი ლოს ჯერჯერობით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ის „ინსტაგრამზე“ კვლავ აქტიურად აგრძელებს ფოტოების გავრცელებას. ამჯერად 55 წლის ლოპესმა თეთრ ზედაში გადაღებული ფოტოების სერია გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი კოსმეტიკის ხაზს, JLo Beauty-ს უწევს რეკლამას.
პარალელურად ამისა, მედია ალაპარაკდა „ბენიფერის“ განშორების რეალურ მიზეზზე. ინსაიდერმა განაცხადა, რომ ბენმა Diddy-ის მოსალოდნელი სკანდალის შესახებ იცოდა და ჯეი ლოს სახელის ფიგურირება ამ საქმეში ვერ აიტანა.
„ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა. ის ამას უბრალოდ ვერ აიტანდა“, – აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესმა და Puff Daddy-მ ერთმანეთი 1999 წელს, კლიპის, If You Had My Love გაიცნეს. წყვილი მალევე გამოჩნდა ერთად საჯაროდ და ყველაზე ცხელი წყვილის ტიტულიც მოიპოვა. წყვილის რომანი ორი წელი გაგრძელდა. ინსაიდერები აცხადებდნენ, რომ დაშორების ინიციატორი თავად ჯენიფერი იყო, მიზეზად რეპერის მიერ ღალატი დასახელდა.
წყარო : Fortuna.ge
The post „ბენი ჯეი ლოს Diddy-ის სკანდალის გამო დაშორდა“ – ჯეი ლო ახალ ფოტოებს ავრცელებს და დუმს appeared first on PNews.ge.