ბაიდენის ჩინოვნიკებისაგან, რომლებმაც 2021 წელს კონგრესში შეჭრილ დემონსტრანტებს გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპნენ ადამიანები, მიუღებელი და სასაცილოა კრიტიკა და სანქციების დაწესება თითქოსდა თბილისში “მშვიდობიანი” დემონსტრანტების არაკანონიერი მეთოდებით დაშლის გამო
„ბაიდენის ადმინისტრაცია, მოურიდებლად ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციას, რაც შეიძლება მეტი პრობლემები დაუტოვოს“- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20-მდე მოქალაქის, მათ შორის, მინისტრების, პარლამენტის წევრების, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლების და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.
„სახარებისეულია: “სხვის თვალში ბეწვს ხედავ და საკუთარში დირესაც კი ვერაო”. სწორედ ასეთ დღეშია ისტორიის დასალიერში გედის სიმღერით მიმავალი ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც იმავდროულად მოურიდებლად ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციას, რაც შეიძლება მეტი პრობლემები დაუტოვოს.
ყველაზე სამარცხვინო, რაც არ ახსოვს ამ დიდი ქვეყნის ისტორიას არის ის, რომ აშშ პრეზიდენტმა ჩაიდინა უპრეცედენტო რამ. სახელდობრ, არც მეტი არც ნაკლები საკუთარი დამნაშავე შვილი შეიწყალა. ვფიქრობთ ამით ყველაფერია ნათქვამი…
ამიტომ ოთხ პარასკევ დარჩენილი ბაიდენის ჩინოვნიკებისაგან, რომლებმაც 2021 წელს კონგრესში შეჭრილ დემონსტრანტებს ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუხსნა ცეცხლი, რის შედეგადაც დაიღუპნენ ადამიანები. სასტიკი მეთოდებით დააპატიმრა 1500 კაცი, რომელთაგან უმრავლესი დღემდე იხდის სასჯელს. მიუღებელი და სასაცილოა კრიტიკა და სანქციების დაწესება თითქოსდა თბილისში “მშვიდობიანი” დემონსტრანტების არაკანონიერი მეთოდებით დაშლის გამო.
ამჯერად მეტს აღარ გავაგრძელებთ და ჩვენის მხრივ ვურჩევდით ზემოთ აღწერილი სადამსჯელო ღონისძიების შემოქმედ ბატონებს, რომელთაც არჩევნებზე გადაჭრით უარი უთხრა ამერიკელმა ხალხმა, დარჩენილ დროში მიხედონ მათ მიერვე ოთხი წლის მანძილზე მთელ მსოფლიოსა და საკუთრივ აშშ-ში ჩადენილ უამრავ უარყოფითს და უკვე არსებულ უამრავ არაკანონიერ ქმედებებს. ვინძლო მომავალ, დიდი ალბათობით სავარაუდო თემიდაზე, ახალ-ახალი ბრალდებებით კიდევ უფრო არ გაამდიდრონ საკუთარი აწ უკვე არსებული კანონსაწინააღმდეგო ბიოგრაფიები.“-წერს ედიშერ გვენეტაძე.