„არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები“ - სალომე ზურაბიშვილი

Primetime.ge 5 საათი წინ 3
„არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები“ - სალომე ზურაბიშვილი
"არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები", - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის რჩება ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგული."მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო, მე შემიძლია მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, რომლის ვეტერანებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, რომელიც თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. არავინ არ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
სრულად წაიკითხეთ სტატია