"ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ სამოქალაქო სექტორის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, ყველა აქტიური სტუდენტური, თუ არასტუდენტური ჯგუფის საერთო პროცესის გარშემო კონსოლიდაცია" - ლევან სანიკიძე

Primetime.ge 1 თვე წინ 21
"ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ სამოქალაქო სექტორის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, ყველა აქტიური სტუდენტური, თუ არასტუდენტური ჯგუფის საერთო პროცესის გარშემო კონსოლიდაცია" - ლევან სანიკიძე
"მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ოპოზიცია ესაუბროს ერთი საკომუნიკაციო არხიდან, ჩამოყალიბებული პოზიციით, რომლის მთავარი არსიც იქნება ყველა მოთხოვნისა და წინაპირობის მკაფიოდ გამოხატვა", - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან სანიკიძემ გადაცემა "დღის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა.სანიკიძის თქმით, ქართველი ხალხი დღეს არა რომელიმე პარტიის კეთილდღეობისთვის, არამედ ქვეყნისა და თავის თავის თავისუფლებისთვის იბრძვის."მნიშვნელოვანია ოპოზიციის კოორდინაცია. ახლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ სამოქალაქო სექტორის, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციის, ყველა აქტიური სტუდენტური, თუ არასტუდენტური ჯგუფის საერთო პროცესის გარშემო კონსოლიდაცია.პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს უნდა გააკეთოს იმ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც, ამ არჩევნების შედეგებითაც კი, გადალახა ბარიერი. სინამდვილეში, სწორედ ჩვენ მოვიპოვეთ გამარჯვება. სწორედ, ეს ოთხი პარტია უნდა ქმნიდეს დღეს კოალიციური ხელისუფლებას, ისინი უნდა წარმოადგენდნენ ქართველ ხალხს საერთაშორისო ასპარეზზე.მნიშვნელოვანია, რომ იმ უკიდეგანო პოლიტიკური რეპრესიების პირობებში, მოხდეს სწორი კომუნიკაცია ჩვენს საზოგადოებასთან, აღარ იყოს პარტიული ნიშების დრო. მე, როგორც ახალგაზრდა, მივიჩნევ, რომ ეს 26 ოქტომბერსვე უნდა მომხდარიყო და მალევე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ოპოზიცია ესაუბროს ერთი საკომუნიკაციო არხიდან, ჩამოყალიბებული პოზიციით, რომლის მთავარი არსიც იქნება ყველა მოთხოვნისა და წინაპირობის მკაფიოდ გამოხატვა.მთავარი არის ჩვენი თანამოქალაქეების ინფორმირება და ამავე დროს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებაც, ვინაიდან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ქართველი ხალხია ქუჩაში, ისინი იბრძვიან არა რომელიმე პარტიის კეთილდღეობისთვის, არამედ - ჩვენი ქვეყნისა და მათი საკუთარი თავის თავისუფლებისთვის.მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეების სწრაფად და ეფექტურად ინფორმირების მიზნით, ამასთანავე, საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც არა რომელიმე პოზიციური თუ ოპოზიციური პარტიის გვერდით, არამედ ქართველი ხალხის გვერდით დგანან, მათთანაც მოხდეს ინფორმაციის სწრაფი გაცვლა", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
სრულად წაიკითხეთ სტატია