“ახალი არჩევნები, ახალი ცესკო, სპეციალური სასამართლო” – პრეზიდენტმა მოქალაქეებს გეგმა გააცნო

News.ge 1 თვე წინ 14
“ახალი არჩევნები, ახალი ცესკო, სპეციალური სასამართლო” – პრეზიდენტმა მოქალაქეებს გეგმა გააცნო

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გეგმა გააცნო.
როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უნდა დაინიშნოს ახალი , დაკომპლექტდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შეიქმნას საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლო და მოხდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაც.

ზურაბიშვილის თქმით, ეს ყველაფერი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მოხდეს.

“ამ თითქოს გარდაუვალი, ღრმა და საშიში კრიზისისგან უნდა მოვძებნოთ გამოსავლის გზა ერთად, უნდა შევთავაზოთ საზოგადოებას, შევთავაზე პოლიტიკურ ძალებს, ჩვენ პარტნიორებს და მგონი, რომ ეს უნდა მოისმინოს არსებულმა ხელისუფლებამ – როგორც ერთადერთი, მშვიდობიანი გამოსავალი ამ არსებული მდგომარეობიდან.

გეგმა როგორია: 1) ახალი არჩევნები; არჩევნები როცა არ შედგა, აუცილებელია განმეორდეს უმოკლეს ვადაში ახალი არჩევები. ვადა დამოკიდებულია შემდეგი საკითხების გადაწყვეტაზე, რის გარეშეც აზრი არ აქვს ახალი არჩევნების ჩატარებას. ერთი – საერთაშორისო გამოძიებაა, არა იმისთვის რომ პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, საჭიროა იმისთვის, რომ გაარკვიოს და დაამტკიცოს ის ხარვეზები, რაც არსებობდა ამ არჩევნების დროს და რაც გამოსასწორებელია, თუ გვინდა რომ მივიღოთ ახალი, სამართლიანი, თავისუფალი და არა გაყალბებული არჩევნები. საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი ს დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, ასევე საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ამ ახალ ინსტანციაში სასურველია რომ უცხოელი პარტნიორები იყვნენ ჩართული.

2) 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება, რადგან არჩევნები არ შედგა, არ შეიძლება შედგეს პარლამენტი, მთავრობა და არც პრეზიდენტის არჩევნები”, – თქვა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს აგრძელებს, ასევე ესაუბრება საერთაშორისო პარტნიორებსაც.

“პოლიტიკურ პარტიებთან ვაგრძელებ კონსულტაციებს. მაქვს ყოველდღიური საუბრები საერთაშორისო პარტნიორებთან და ლიდერებთან. მათი მხრიდან არის ძალიან დიდი მოლოდინი იმისა, რომ მხოლოდ ის კი არ ვუთხრათ, რომ არჩევნები გაყალბდა, რაც საკმაოდ კარგად ესმით, არამედ როცა გაყალბდა არჩევნები, მოთხოვნა ყოველთვის არის მოიძიოს რაღაც გზა, რომლითაც კრიზისი უნდა გადაწყდეს. არავის აქვს სურვილი რომ ახალი კრიზი დაიწყოს. ამიტომ, რაც გავიგე პირველი საუბრებიდან ეს გეგმა მათთვისაც მისაღებია”, – აღნიშნა მან.

სრულად წაიკითხეთ სტატია