სანამ თავისუფლების
მოედანზე შეკრება
დაიწყება, “ქართული
ოცნების“ მხარდამჭერები,
თბილისის ქუჩებში
მსვლელობას დილიდან
მართავენ. ზაჰესის
მიმდებარე ტერიტორიაზე
შეიკრიბნენ
მოტომოყვარულები - სწორედ
აქედან აიღო სტარტი
ბაიკერების მსვლელობამ.
“კურიერი“ მსვლელობის
მონაწილეებს
გაესაუბრა.“ვართ ქართველი
მოტომოყვარულები, ასე
ვთქვათ, ბაიკერები
შეკრებილი. ჩვენ
გამოვხატავთ ჩვენს
მხარდაჭერას “ქართული
ოცნების“ მიმართ. მთავარი
არის ქვეყანაში მშვიდობა -
ამიტომაც ვართ შეკრებილი,
რომ გვინდა მშვიდობა,
გვინდა ერთიანად და კარგად
ყოფნა. მას შემდეგ, რაც
მოვივლით ამ მარშით
თბილისის ქუჩებს, შემდეგ
მივალთ უკვე თავისუფლების
მოედანზე,“ - აცხადებს
“ქართული ოცნების“
ერთ-ერთი
მხარდამჭერი.“ასეთი აზრია
საზოგადოებაში, რომ
ბაიკერები სხვა მხარეს
დგანან და არ ვდგავართ.
მშვიდობით, ღირსებით,
კეთილდღეობით ევროპისკენ -
ვდგავართ ამ მხარეს და
ჩვენც ვაფიქსირებთ ჩვენს
აზრს, რომ გვინდა ევროპა.
გვაქვს დემოკრატია და
სიტყვის თავისუფლება -
ამიტომ ვუჭერთ მხარს
“ქართულ ოცნებას, -
აცხადებს “ქართული
ოცნების“ ერთ-ერთი
მხარდამჭერი.