"ქართულ ოცნებაში"
"ნაციონალური მოძრაობის"
საქმიანობის
სამართლებრივი შეფასების
აუცილებლობაზე საუბრობენ.
საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი,
გიორგი ვოლსკი აცხადებს,
რომ "კოლექტიური
ნაცმოძრაობა" ქვეყანას
მუდმივი საბოტაჟის
რეჟიმში ამყოფებს და მის
სტაბილურობას სერიოზულ
საფრთხეს
უქმნის."სისტემური
დანაშაულებრივი რეჟიმი
ვინც შექმნა, ამასთან
დაკავშირებით ჩვენ არ
მიგვიღია შესაბამისი
პოლიტიკური
გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო
სასამართლოში უნდა
შევიტანოთ ის ყველაფერი,
რაც დღემდე გვითქვამს
ოღონდ, რასაკვირველია,
დასაბუთებული
მტკიცებულებათა
ერთობლიობით, რომელიც
აუცილებელია, რათა
ობიექტური გადაწყვეტილება
იქნეს
მიღებული.ჩამოყალიბდა
კონკრეტული პოლიტიკური
გაერთიანება - "კოლექტიური
ნაცმოძრაობა",
"ნაცმოძრაობის" მეთაურობით,
რომელიც საქართველოს,
ჩვენს ქვეყანას, მუდმივად
აყენებს ისეთ
მდგომარეობაში, როდესაც
ეკონომიკური ზრდის
მიუხედავად, არის
სერიოზული პრობლემები და
შეფერხებები, მუდმივი
საფრთხე იმისა, რომ
საზოგადოების გარკვეული
ფენები ერთმანეთს
დაუპირისპირდება, მუდმივი
საფრთხე იმისა, რომ რუსეთის
აგრესია გაგრძელდება -
ისედაც ტერიტორიების 20%
აქვს ოკუპირებული ამ
ადამიანების გამოისობით.
სწორედ ესენი არიან ის
ადამიანები, რომელთაც
შექმნეს ის უბედური
მემკვიდრეობა, რასაც
ქვეყნის ტერიტორიების
ოკუპაცია ჰქვია.გამოდის,
რომ ეს ადამიანები,
რომლებიც მართვის
სადავეებს ფლობდნენ და
ქვეყანას უდიერად
ექცეოდნენ, უამრავი
დანაშაული ჩაიდინეს,
რომლის ჭრილობებიც ჯერ არ
მოგვიშუშებია, დღეს უკვე ამ
სადავეების გარეშე,
მუდმივად დესტრუქციისა და
საბოტაჟის რეჟიმში არიან
და ქვეყანას ისეთ საფრთხეს
უქმნიან, რომლის უპასუხოდ
დატოვება კატეგორიულად არ
შეიძლება," - აცხადებს
გიორგი
ვოლსკი.შეგახსენებთ, რომ
"ქართული ოცნების"
ინიციატივით, მე-11 მოწვევის
პარლამენტი 2003-2012 წლებში,
"ნაციონალური მოძრაობის"
ხელისუფლებაში ყოფნის
პერიოდს შეისწავლის.
სახელისუფლებო გუნდი
საგამოძიებო კომისიის
შექმნის საკითხს
საგაზაფხულო სესიის
პირველივე სხდომაზე
დააყენებს. კომისია 6 თვე
იმუშავებს, საბოლოო
დასკვნას კი სექტემბერში
დაამტკიცებს. ამის შემდეგ,
საქმე გენერალურ
პროკურატურას გადაეცემა.