დღეს, "ქართული ოცნების"
წევრმა, გივი მიქანაძემ
სპეციალურ ბრიფინგზე
არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და
ოპოზიციის კავშირზე
ისაუბრა. ერთ-ერთ მთავარ
მაგალითად სახელისუფლებო
გუნდში ლელა ჯეჯელავას და
ივა ჭყონიას საარჩევნო
სიებში ყოფნა
დაასახელეს.ლელა ჯეჯელავა
არის "აირჩიე ევროპას"
დამფუძნებელი. ეს
ორგანიზაცია
ანტიკორუფციულმა ბიურომ
პოლიტიკურ სუბიექტად
მიიჩნია, რასაც კრიტიკული
გამოხმაურება მოჰყვა.
გუშინ გაირკვა, რომ ლელა
ჯეჯელავა "ნაციონალური
მოძრაობის" პარტიულ სიაშია.
რაც შეეხება ივა ჭყონიას,
ის არჩევნებში
მონაწილეობას "კოალიცია
ცვლილებებისთვის" სახელით
მიიღებს."კოალიცია
ცვლილებისთვის" წევრის,
სამოქალაქო მოძრაობის
"აირჩიე ევროპას"
დამფუძნებლის ივა ჭყონიას
განცხადებით,
ანტიკორუფციული ბიუროს
გადაწყვეტილება მისი
ორგანიზაციის პოლიტიკურ
სუბიექტად გამოცხადების
შესახებ, იყო აბსოლუტურად
უკანონო, რასაც
სასამართლოში
გაასაჩივრებს."ანტიკორუფციული
ბიუროს გადაწყვეტილება
იყო ჯერ რომ თავს დაგვესხა
და მაინც პოლიტიკურ
პარტიად გვცნო თავის
დადგენილებით, ამის შემდეგ
იქნა ჩემი გადაწყვეტილება
მიღებული. ანტიკორუფციული
ბიუროს ქმედება ცალსახად
უკანონოა ყველაფერში - ახლა
სასამართლოში მივდივარ და
ვასაჩივრებ ამ ყველაფერს.
მე, როგორც ფიზიკურ პირს
მედავებოდნენ - მოითხოვეს 1
წლის ამონაწერი, - რაში
ეკითხებათ, ხომ? როდესაც მე
გაცხადებული პირი არ ვარ,
როგორც საარჩევნო
სუბიექტი იქნება თუ
რომელიმე პარტიის წევრი," -
აცხადებს ივა ჭყონია
"კურიერთან" სატელეფონო
საუბრისას.რაც შეეხება
სამოქალაქო მოძრაობა
"აირჩიე ევროპას", მისმა
დირექტორმა ხათუნა
ლაგაზიძემ "კურიერს"
განუცხადა, რომ ამ
საკითხთან დაკავშირებით
აუცილებლად გამართავს
ბრიფინგს და ყველა კითხვას
სწორედ იქ გაეცემა პასუხი.