ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი:
რა თქმა უნდა, მთავარი კითხვაა, როგორ მოახერხა ამდენი არასწორი და ქვეყნის დაამზიანებელი გადაწყვეტილების მიღების მერე „ოცნებამ“ მილიონ ასი ათასი ხმის აღება,
მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, როგორ მოახერხეს ბარიერგადალახულმა პარტიებმა მხოლოდ 784 042 ხმის აღება?
ყველაზე საოცარი აქ „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგია 210 895 ხმა და 10 პროცენტი.
იტყვით, დანარჩენი გვარამია-მელიამ წაართვესო, მაგრამ მათ მხოლოდ 229 006 ხმა აიღეს.
თუ დავუშვებთ, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი გაიყვეს, ერთად მხოლოდ 439 901 ხმა რატომ გამოუვიდათ? მაშინ როდესაც 2021-ის არჩევნებზე მარტო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 541 188 ხმა აიღო, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მათმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 601 224 ხმა, ხოლო მეორე ტურში ვაშაძეს უკვე 780 680 ათასი ხმა ქონდა
სად წავიდა ნაცების ეს ხმები? ნაცებს ხომ ყველაზე ერთგული ამომრჩეველი ყავდათ? მეტყვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვაშაძისთვის მარტო ნაცებს არ მიუციათ ხმა, სხვა ოპოზციურად განწყობილებმაც მისცესო. კარგი პირველ ტურსი ხომ აიღო ვაშაძემ 601 224 ხმა? სად წავიდა ეს 200 ათასი კაცი? ადგნენ და ასე ერთ დღეში გაქოცდნენ? კარგი ის 100 000 კაცი სად წავიდა იმათგან, ვინც ნაცებს 2021-ის არჩევნებზე მისცა ხმა?
პროცენტებში ხომ საერთოდ კატასტროფულად გამოიყურება ეს ამბავი: 2021-ის არჩევნებზე ნაცებს 30 პროცენტი ქონდათ და ახლა ორივე პარტიას ერთად აქვს 21 პროცენტი. თან სულაც არაა აქსიომა ის, რომ გვარმაია-მელიას კოალიციის ყველა ხმა ნაცებისგანაა წამოღებული. მათ სხვა ხმებიც შეიმატეს.
მოკლედ, ორში ერთია: ან ნაცები უცებ მასობრივად გაქოცდნენ, ან უბრალოდ მათ მოპარა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ხმა.
The post “ან ნაცები გაქოცდნენ, ან მათ მოპარა ხელისუფლებამ ყველაზე მეტი ხმა” – მერაბ მეტრეველი appeared first on .