ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა „ნაცსექტის“ ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე - გია აბაშიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 22
ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა „ნაცსექტის“ ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე - გია აბაშიძე
ვითომ მედასავლეთე „ნაცრიდიკალები“ ბოდვებში არიან ელექტრონული არჩევნების ე.წ. „გაყალბებაზე“, ხოლო აშშ-ის აუდიტორები კომპანია Pro V&V-დან ელექტრონული აპარატების გამართულობაზე აქცენტირებენ, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.აბაშიძის თქმით, არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცების“ ე.წ. პროდასავლურობა მხოლოდ ევროპიდან და აშშ-დან მიღებული ფულითაა განპირობებული, რეალურად კი რადიკალთა პრიორიტეტი ხელისუფლების მიტაცებაა.მისივე თქმით, ცესკოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა „ნაცსექტის“ ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე.„ვითომ მედასავლეთე „ნაცრიდიკალები“ ბოდვებში არიან ელექტრონული არჩევნების ე.წ. "გაყალბებაზე," ხოლო აშშ-ის აუდიტორები კომპანია Pro V&V-დან ელექტრონული აპარატების გამართულობაზე აქცენტირებენ.არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცების“ ე.წ. პროდასავლურობა მხოლოდ ევროპა-აშშ-დან მიღებული ფულითაა განპირობებული, რეალურად რადიკალთა პრიორიტეტია ხელისუფლების მიტაცება.ცესკოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა „ნაცსექტის“ ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე.Pro V&V ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია აშშ-ში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამერიკაში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს. კომპანია თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის.შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:- საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.- ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.- ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.- ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.- აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია“, - წერს გია აბაშიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია