"ალბათ, თქვენ ხართ
ერთადერთი ქვეყანა
მსოფლიოში, რომელსაც
კონსტიტუციაში უწერია, რომ
ყველა მთავრობამ
ძალისხმევა არ უნდა
მოაკლოს ევროპულ კავშირში
გაწევრიანებას. ამ
პირობებში,
[ევროინტეგრაციისადმი]
ერთგულების კითხვის
ნიშნის ქვეშ დასმა,
სასაცილოა," - შესახებ
ევროკავშირის საბჭოს
თავმჯდომარე ქვეყნის,
უნგრეთის
პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ
ორბანმა საქართველოს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი
კობახიძესთან გამართულ
ერთობლივ
პრესკონფერენციაზე
განაცხადა.ორბანის
შეფასებით, საქართველოს
მთავრობა ევროინტეგრაციის
ერთგულია."ჩვენ ვიცით, რას
ნიშნავს ომი, რადგან
მეზობელ ქვეყანაში
მიმდინარეობს. ვიცით,
ასევე, რამდენად
მნიშვნელოვანია მშვიდობა.
უნგრეთი არის მშვიდობის
მოყვარე ქვეყანა ევროპაში
და ჩვენ დიდად ვაფასებთ
თქვენს მცდელობებს, რადგან
თქვენს მშვიდობის მხარეს
ხართ. არავის უნდა საკუთარი
ქვეყნის დანგრევა და უაზრო
ომში ჩართვა. ამიტომ
გვესმის გადაწყვეტილება,
რომელიც ქართველმა ხალხმა
მიიღო და არჩევანი გააკეთა
მშვიდობის მიმართულებით.
უნგრეთშიც ასეა.მინდა,
მკაფიოდ განვაცხადო, რომ
ქართველმა ხალხმა
მშვიდობის არჩევანი
გააკეთა, ევროპული
არჩევანი გააკეთა და
ამიტომ მიმაჩნია, რომ
მმართველი პარტია
ერთგულია ევროპული
ინტეგრაციის. ალბათ თქვენ
ხართ ერთადერთი ქვეყანა
მსოფლიოში, რომელსაც
კონსტიტუციაში უწერია, რომ
ყველა მთავრობამ
ძალისხმევა არ უნდა
მოაკლოს ევროპულ კავშირში
გაწევრიანებას. ამ
პირობებში,
[ევროინტეგრაციისადმი]
ერთგულების კითხვის
ნიშნის ქვეშ დასმა,
სასაცილოა," - განაცხადა
ვიქტორ ორბანმა.